არარეზიდენტი მკვლევარი
[email protected]ემილ ავდალიანი ფლობს მაგისტრის ხარისხს ოქსფორდის უნივერსიტეტიდან და დოქტორის ხარისხს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. მისი სადოქტორო ნაშრომი ეხებოდა ბიზანტიის და სასანური ირანის სამხედრო სტრატეგიას გვიან ანტიკურ ხანაში. ემილ ავდალიანი ამჟამად ასწავლის ისტორიას და საერთაშორისო ურთიერთობებს თსუ-სა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. მას გამოქვეყნებული აქვს არაერთი მონოგრაფია, მათ შორის მისი ბოლო ნაშრომი -"საქართველო და აბრეშუმის სავაჭრო გზები (VI-XIII სს.)".
ამასთან ერთად, ემილი მუშაობს სამხრეთ კავკასიასა და ევრაზიაში მიმდინარე პოლიტიკურ და სამხედრო საკითხებზე. მისი კვლევის საგანს წარმოადგენს ირანის, თურქეთის, ჩინეთის და ზოგადად მახლობელი აღმოსავლეთის გეოპოლიტიკა, რეგიონის აქტორების სტრატეგიული კულტურა და მათი გეოპოლიტიკური მისწრაფებები.
ემილ ავდალიანი მუშაობდა ევრაზიის ანალიტიკოსის პოზიციაზე სხვადასხვა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიაში. ის რეგულარულად აქვეყნებს სტატიებს ადგილობრივ ქართულ (Georgia Today) და უცხოურ გამოცემებში (CEPA, Caucasuswatch.de, Intellinews.com და ა.შ.).
იგი ფლობს ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ, სპარსულ და ქურთულ ენებს.