ეკონომიკური მიმართულების დირექტორი
giorgi.abashishvili@ciu.edu.geგიორგი აბაშიშვილი ანალიტიკური ცენტრი "ჯეოქეისის" ეკონომიკური მიმართულების დირექტორია.
2021 წლის დეკემბერში იგი ორგანიზაციას ეკონომიკური მიმართულების არარეზიდენტი მკვლევრის რანგში შემოუერთდა და, წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ, მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე დაწინაურდა.
იგი 2021 წლის ნოემბრიდან ხელმძღვანელობს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტს და CIU ბიზნესის ინსტიტუტს. 2019 წლიდან დღემდე არის გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის (UN DESA) ეროვნული კონსულტანტი საქართველოში. არის ბიზნეს პორტალ www.bpi.ge დამფუძნებელი და დირექტორი, საავტორო გადაცემა „ბიზნეს ინსაიდერის“ წამყვანი. 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ დაფუძნებულ „ბიზნეს კვლევების სახლს“, ამავე პერიოდში იყო გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანი. პარალელურად, 2020-2021 წლებში იყო GIPA-ს კანცლერი და პროფესორი. 2019-2020 წლებში იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ხელმძღვანელი. 2014 წელს დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველად ეკონომიკის საკითხებში, ხოლო 2015-2018 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი. 2013 წელს იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს წევრი. 2012-2013 წლებში ხელმძღვანელობდა ილიას სახელმწიფო უნივესრისტეტის ბიზნესის სკოლის ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრს, ამავე პერიოდში იყო რადიო კომერსანტის გადაცემა „პროფესიონალების“ წამყვანი. 2010-2011 წლებში იყო ინტერნეტგამოცემა netgazeti.ge ეკონომიკური განყოფილების რედაქტორი. 2005-2011 წლებში ხელმძღვანელობდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდულ რესპუბლიკურ ინსტიტუტს“ და იყო ოცზე მეტი საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი სამოქალაქო, ეკონომიკური და პოლიტიკური განათლების საკითხებზე, რომლებიც დაფინანსებული იყო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, USAID-ის, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, VVD International-ის, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის, პოლონეთის მთავრობის, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ღია საზოგადოების ინსტიტუტის მიერ.
გიორგი აბაშიშვილი 2006 წლიდან დღემდე კითხულობს ლექციებს ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულებით. 2013 წელს მაასტრიხტის მენეჯმენტის სკოლაში გაიარა ბიზნესის კვლევის მეთოდების სპეციალური კურსი, პარალელურად ილიას სახლმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა ბიზნესის ადმინისტირების დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2018 წელს აირჩიეს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის წევრად. იგი ფლობს მეცნიერებათა მაგისტრის აკადემიურ ხარისხს და არის მენეჯმენტის ბაკალავრი.
გიორგი აბაშიშვილი 2018 წლიდან არის საქართველოს ფინანსური განათლების ასოციაციის ხელმძღვანელი, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების სტრატეგიის მართვის კომიტეტის წევრი, წარმოადგენს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს OECD-ის ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელში, არის საქართველოს, ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, სხვადასხვა დროს იყო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის დუალური განათლების საკოორდინაციო საბჭოს წევრი, პროექტ „რეფორმეტრის“ მმართველი საბჭოს წევრი - ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET), ნატო - საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) მრჩეველთა საბჭოს წევრი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის აკადემიური საბჭოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი.
არის არაერთი სამეცნიერო და ანალიტიკური სტატიის ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცემების მიერ.