მკვლევარი

სოფია ბაბუნაშვილი

არარეზიდენტი მკვლევარი

sbabunashvili@parliament.ge

+995 32 2555755

ბიოგრაფია

სოფია ბაბუნაშვილი ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ არარეზიდენტი მკვლევარია. მისი კვლევის სფეროს წარმოადგენს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები. კერძოდ, უსაფრთხოების სექტორზე დემოკრატიული ზედამხედველობა, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმა და ინფორმაციული უსაფრთხოება.

სოფია ბაბუნაშვილს როგორც საჯარო სექტორში ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციაში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება გაჩნია. იგი 2014 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის აპარატის უფროსი. სოფიას ეკავა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობები ნატოს სამეკავშირე ოფისში საქართველოში. ასევე, იყო ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონალური ხელმძღვანელი.

იგი ფლობს ჟენევის (შვეიცარია) უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო და ევროპული უსაფრთხოების მიმართულებით. აგრეთვე, გახლავთ უსაფრთხოების პოლიტიკის ჟენევის ცენტრის (შვეიცარია), საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის რვათვიანი პრესტიჟული კურსის („ლიდერობა 21-ე საუკუნის საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოში“გარემოში“) და ციურიხის (შვეიცარია) ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (ETH Zurich) საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამის კურსდამთავრებული.
 

სოფია ბაბუნაშვილი - სავარაუდოდ, რუსეთი 15 თებერვლისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დასაწყებად

14 თებ. 2022
რუსეთ-უკრაინის კრიზისის ფონზე ერთი მხრივ დასავლეთის ქვეყნებისა და მეორე მხრივ რუსული დაზვერვის როლზე, იმაზე, თუ რამდენად დიდია უკრაინასა და რუსეთს შორის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების ალბათობა, იმავე სადაზვერვო მონაცემებით უკრაინა-რუსეთის საზღვარზე დღეისათვის არსებული ვ...
სრულად წაკითხვა