მკვლევარი

სალომე ლიპარტელიანი

უმცროსი მკვლევარი

salome.lipartelianni@gmail.com

+995 32 2555755

ბიოგრაფია

სალომე ლიპარტელიანი ანალიტიკური ცენტრი "ჯეოქეისის" უმცროსი მკვლევარია. იგი, ასევე, 2021 წლიდან დღემდე არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის „ბიზნესისა და ეკონომიკის კვლევების ცენტრის - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, ამავე უნივერსიტეტში სალომე კოორდინირებას უწევს დეკანის მრჩეველთა საბჭოს. პარალელურად, იგი არის მედია ჰოლდინგ "კომერსანტის" მმართველი პარტნიორის მრჩეველი და საქართველოს ფინანსური განათლების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. 2018 წლიდან დღემდე იგი არის ბიზნეს პორტალი BPI.ge-ს ბიზნეს პროცესების მენეჯერი. სალომე ლიპარტელიანი 2020-2021 წლებში გახლდათ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ დაფუძნებულ ბიზნეს-კვლევების სახლის (HBS) უფროსი ანალიტიკოსი. 
 
სალომე არის არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო დონის ღონისძიების ორგანიზატორი, მათ შორის იგი იყო გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის (UN DESA) მიერ საქართველოში ორგანიზებული ორი მაღალი დონის ვორკშოპისა და ერთი ვებინარის საორგანიზაციო მენეჯერი. 
 
სალომე ლიპარტელიანი არის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი. მან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში 2020 წელს მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი ფინანსების მიმართულებით. 
 
ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.