მკვლევარი

ვახტანგ ჭარაია

მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში

vakhocharaia@gmail.com

+995 32 2555755

ბიოგრაფია

ვახტანგ ჭარაია ანალიტიკური ცენტრი "ჯეოქეისის" მრჩეველია ეკონომიკის საკითხებში. ამავდროულად იგი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი და ამავე უნივერსიტეტში კვლევით-სამეცნიერო მიმართულებით რექტორის მოადგილეა. 

სხვადასხვა დროს მას განათლება მიუღია და გაუვლია სამეცნიერო სტაჟირებები, მათ შორის განუხორციელებია სადოქტორო კვლევები: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამთავრობო ანგარიშებისა და ფინანსების ინსტიტუტში (ინდოეთი), პასაუს და ბრემენის უნივერსიტეტებში (გერმანია), ბალტიის საერთაშორისო აკადემიაში (ლატვია), ტარტუს უნივერსიტეტში (ესტონეთი), ბენ გურიონის უნივერსიტეტი (ისრაელი), ჯორჯ ვაშინგტონის და ჰარვარდის უნივერსიტეტები (აშშ) და სხვა.

ვახტანგ ჭარაია გახლავთ ეკონომიკური პროფილის ანალიტიკოსი რომელსაც უმუშავია ისეთ ცნობილ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: შვეიცარიული World Economic Forum (კონტრაქტორი), ბრიტანული International Alert (უფროსი მკვლევარი), შვედური V-dem (ექსპერტი), ამერიკული Cargenie Endowment და Frontier Europe (ანალიტიკოსი), მსოფლიო ბანკის ჯგუფი (ახალგაზრდა მკვლევარი) და მრავალი სხვა. სხვა და სხვა დროს პროფ. ჭარაიას ლექციები წაუკითხავს ჩინურ, ესტონურ, გერმანულ და პოლონურ უნივერსიტეტებში.

2015-2017 წლებში, ვახტანგი ჰარვარდის ბიზნეს სკოლის (აშშ), სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის აფილირებული ლექტორი გახლდათ. 2015 წელს, მან საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალგაზრდა მკვლევართა კონკურსში გაიმარჯვა (ერთად-ერთი საქართველოდან). 2018 წელს კი ვახტანგ ჭარაია შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა საქართველოს წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერად გამოაცხადა. 2021 წელს ვახტანგს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის წლის მეცნიერის ჯილდოც გადაეცა. 

ვახტანგ ჭარაია გახლავთ გერმანული DAAD-ის, ამერიკული Open Society Foundation-სა და USAID-ის, ევროკავშირის Marie Curie-ის, საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, ინდოეთის ITEC-ის, სლოვაკური NSP-ის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF), პოლონეთის მთავრობის და მრავალი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის სტიპენდიანტი, გრანტიორი თუ კონკურსების გამარჯვებული. 

ვახტანგ ჭარაიას ინდივიდუალურად და თანაავტორებთან ერთად გამოქვეყნებული აქვს 3 წიგნი და ათეულობით სამეცნიერო სტატია წამყვან სამეცნიერო ბაზებში (Scopus, Web of Science, EBSCO და სხვა). მას მონაწილეობა მიუღია 50-ზე მეტ ქვეყანაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციებსა და ფორუმებში. იგი დაოჯახებულია და ჰყავს ერთი შვილი.