მკვლევარი

შოთა გულბანი

ეკონომიკის საკითხების მკვლევარი

shotagulbani@gmail.com

+995 32 2555755

ბიოგრაფია

შოთა გულბანს ეკონომიკური კუთხით კვლევითი საქმიანობის 9 წლიანი გამოცდილება გააჩნია. მისი ინტერესის სფეროებია ფინანსური ბაზრები, მაკროეკონომიკა, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა. 

მისი კარიერა იწყება 2012 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში, სადაც ის მუშაობდა სხვადასხვა პოზიციებზე, მათ შორის როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი. 

სხვადასხვა ეტაპზე ის აქტიურად იყო დაკავებული მედია სივრცეში მოღვაწეობით, როგორც ბეჭდურ  და ინტერნეტ ეკონომიკურ გამომცემლობაში, ისე სატელევიზიო ბიზნეს გადაცემაში. 

ის არის კვლევითი ორგანიზაცია თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის წვერი და საქართველოს ენერგეტიკული განვითარების ფონდის ექსპერტი. მისი პასუხისმგებლობები მოიცავს ანალიტიკური მოხსენებების მომზადებას როგორც ლოკალური ეკონომიკური პროცესების შესახებ, ისე გლობალურ ეკონომიკაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით. 

შოთა გულბანი ფლობს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო ბიზნეს მენეჯმენტში და არის ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი. ის ამჟამად იმყოფება ესპანეთში ქალაქ ბარსელონაში, სადაც სწავლას აგრძელებს ევროპის უმაღლესი მენეჯმენტის ინსტიტუტში მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად პროფესიით Master in Big Data & BI.