მრჩეველი ენერგეტიკის საკომუნიკაციო საკითხებში
mediatheka@gmail.com+995 32 2555755
გურამ ნიკოლაშვილი საჯარო პოლიტიკის სპეციალისტია. ბოლო ათწლეულის მანძილზე მუშაობს პოლიტიკური და ენერგეტიკის კომუნიკაციის კონსულტანტად. არის ენერგეტიკისა და გარემოს ეროვნული ასოციაციის, ენერგოპლატფორმისა და საჯარო საკომუნიკაციო პლატფორმის “ჰიდროალიანსის” დამფუძნებელი.
2004 წლიდან 2018 წლის ჩათვლით სხვადასხვა დროს მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში დირექტორის მოადგილედ, თბილისის მედიათეკების გაერთიანების დირექტორად, ევროკავშირის საგრანტო თბილისის ბიზნესაქსელერატორის კოორდინატორად, თბილისის ბიზნესმომსახურების ცენტრის მენეჯერად და წმ. გიორგის სახელობის საერო სკოლის დაწყებითი საფეხურის დირექტორად.
2018 წლიდან მუშაობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხსა და ტელეკომპანია “იმედი”-ის პოლიტიკურ-საზოგადოებრივ მიმართულებებზე წამყვანისა და გადაცემათა ავტორის პოზიციებზე.
2001 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, ხოლო 2008 წელს საქართველოს საჯარო მმართველობის ინსტიტუტი (GIPA) საჯარო პოლიტიკის მიმართულებით.
დაიბადა 1979 წლის 25 აგვისტოს. 1985-1996 წლებში სწავლობდა თბილისის 165-ე საშუალო სკოლაში. ჰყავს მეუღლე და 1 შვილი.