მკვლევარი
[email protected]„ჯეოქეისი“-ს მკვლევარის, ლიკა ჭიპაშვილის ინტერესის სფეროს წარმოადგენს ევროკავშირთან და საფრანგეთის რესპუბლიკასთან დაკავშირებული თემატიკა, ევროკავშირის საგარეო და გაფართოების პოლიტიკა, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხები და საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობები.
ამჟამად, ლიკა მუშაობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, როგორც გაეროს სააგენტო - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კონსულტანტი (UN Agency – IOM). ამასთან, საქართველოში Campus France-თან თანამშრომლობის ფარგლებში, იგი გახლავთ საფრანგეთში ქართველ კურსდამთავრებულთა წარმომადგენელი - „კურსდამთავრებულთა ელჩი“.
2010-2017 წლებში ლიკამ საფრანგეთის რესპუბლიკაში მიიღო განათლება და პროფესიული გამოცდილება. მათ შორის, იგი მუშაობდა საფრანგეთში ევროკავშირის განათლების ეროვნული სააგენტოს დირექციის კაბინეტში მედია-კომუნიკაციის ოფიცრის პოზიციაზე (ქ. ბორდო); ასევე, მან გაიარა პროფესიული სტაჟირება ევროპულ რადიოში - „EURADIO“ (ქ. ნანტი) და სასწავლო პრაქტიკა საქართველოს საელჩოში საფრანგეთის რესპუბლიკაში, რომელიც აკრედიტებულია ასევე მონაკოს სამთავროსა და იუნესკოში (ქ. პარიზი); 2015 წელს, კონკურსის საფუძველზე, იგი არჩეულ იქნა საქართველოს ახალგაზრდა ელჩად საფრანგეთში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ ფარგლებში.
ლიკა ფლობს პროფესიული მაგისტრის ხარისხს პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით ბორდოს უნივერსიტეტში, კვლევითი და პროფესიული მაგისტრის ხარისხს ინფორმაცია-კომუნიკაციის სპეციალობით მონტენის სახელობის ბორდოს უნივერსიტეტში და Maîtrise-ის დონის დიპლომს „მეცნიერებების ისტორიის, ფილოსოფიისა და მედიაციის“ მიმართულებით მონტენის სახელობის ბორდოს უნივერსიტეტში.
ამასთან, სხვადასხვა დროს ლიკა გაცვლითი პროგრამებით სწავლობდა ოსლოს უნივერსიტეტში, ნორვეგიის სამეფოში.