გუნდის წევრი

ბაქარ ფალავანდიშვილი

გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე

bpalavandishvili@geocase.ge
ბიოგრაფია

ბაქარ ფალავანდიშვილი „ჯეოქეისი“-ს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე და მთავარი იურიდიული მრჩეველია. იგი, ასევე 10 წლიანი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი იურისტია ქართულ იურიდიულ ფირმაში MKD Law. 

მისი  პრაქტიკა მოიცავს სამართლის სხვადასხვა სფეროს, მათ შორის, სახელშეკრულებო, სამეწარმეო, შრომით, საიმიგრაციო და სხვა დარგებს, თუმცა იგი ძირითად კონცენტრირებულია კონკურენციის სამართალზე, საერთაშორისო დაბეგვრასა და პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე. 2019 წელს იგი დასახელებულ იქნა, როგორც მომავალი თაობის იურისტი Legal 500-ის (Contract, Corporate and M&A 2019) მიერ. 

ბაქარ ფალავანდიშვილს მოპოვებული აქვს სამართლის ბაკალავრის ხარისხი კავკასიის უნივერსიტეტიდან და ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი თავისუფალი უნივერსიტეტიდან. იგი სწავლობდა ინგლისურ სამართალს ჩესტერის უნივერსიტეტში (გაერთიანებული სამეფო) და გაიარა სამაგისტრო თემის კვლევის პროგრამა საერთაშორისო კომერციულ სამართალში სევილიის უნივერსიტეტში (ესპანეთი). 

ბაქარ ფალავანდიშვილს, აგრეთვე, ეკავა საქართველოს სარეკლამო ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია და წარმოადგენდა ორგანიზაციის ინტერესებს სხვადასხვა დაინტერესებულ პირებთან. იგი, ასევე, იყო მოწვეული ლექტორი კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის და მართვის სკოლებში საერთაშორისო საჯარო და საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართალში. 

იგი არის ავტორი რამდენიმე პუბლიკაციისა ისეთი პერიოდული გამოცემებისათვის, როგორიცაა Thomson Reuters, LexisNexis, Data Guidance, Georgia Today და სხვა კონკურენციის, პერსონალური მონაცემების და სხვა საკითხებზე. 

სამართლის გარდა, ბაქარ ფალავანდიშვილი დაინტერესებულია ინდუსტრიული ორგანიზაციის, სტრატეგიული მენეჯმენტის, საქართველოში ევროკავშირის პოლიტიკისა და მასთან დაკავშირებული საკითხებით. 
 

გეოპოლიტიკური რეალობა და ევროკავშირის კონკურენციის პოლიტიკა

25 თებ. 2020
2020 წლის 4 თებერვალს გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა და პოლონეთის ეკონომიკის მინისტრებმა გაავრცელეს ერთობლივი მიმართვა კონკურენციის საკითხებში ევროკავშირის კომისარის, მარგარეტ ვესტაგერის მიმართ. გავრცელებულ მიმართვაში, სხვა საკითხებთან ერთად, ევროკავშირის წამყვანი ქ...
სრულად წაკითხვა

კორონავირუსის ეფექტი და ეკონომიკის სტიმულირების ზომები

18 მარ. 2020
კოვიდ-19-ით გამოწვეულმა კრიზისმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა გლობალურ ეკონომიკაზე. ვირუსი, რომელიც, თავდაპირველად, ჩინეთის ქალაქ უხანში დაფიქსირდა, სწრაფად გავრცელდა მსოფლიოს მასშტაბით. დღეისათვის არსებობს ოთხი ძირითადი გავრცელების არეალი: აღმოსავლეთ აზია (ძირითადად...
სრულად წაკითხვა

საგანგებო მდგომარეობა საქართველოში

21 მარ. 2020
2020 წლის 21 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტს მიმართა საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის თაობაზე, ჯერ-ჯერობით, არ გამოქვეყნებულა და მისი ზუსტი შინაარსი უცნობია. საგანგებო მდგომარ...
სრულად წაკითხვა

ახალი ბიზნეს შესაძლებლობები საქართველოსთვის

14 აპრ. 2020
საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი   Covid-19-ის პანედმიის გამო მნიშვნელოვნად შეფერხდა საერთაშორისო ვაჭრობა, შემცირდა ერთობლივი მოთხოვნა და მიწოდება და მრავალი ქვეყნის ეკონომიკა დაზარალდა. მიუხედავად კრიზისული მდგომარეობისა, ანალიტიკოსების მოსაზრებით, იქმნება ახა...
სრულად წაკითხვა

მონაცემთა ეკონომიკა და ახალი შესაძლებლობები

21 მაი. 2020
ტექნოლოგიური ცვლილებების თანამედროვე ეპოქაში განვითარების გამოკვეთილი მიმართულებაა პროდუქტისა და მომსახურებების მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგება მასობრივ დონზე. ეს ტენდენცია შეინიშნება სახელმწიფო მმართველობაშიც, სადაც ხშირია კონკრეტულ ჯგუფებზე, მეწარმეებზე...
სრულად წაკითხვა

საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკა  

კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური შეფერხების ფონზე განვითარების დაჩქარება და სტრუქტურული ტრანსფორმაცია ერთ-ერთი მთავარი ინტერესის საგანია. მოლოდინები, რომ პანდემიის გამო დაიწყებოდა მყისიერი რღვევის პროცესი გლობალური მიწოდების ჯაჭვებში და წარმოება სხვა რეგიონე...
სრულად წაკითხვა

სასამართლო, გადასახადები და მთავრობის ზომა

21 ოქტ. 2020
საქართველოში პოლიტიკური დისკურსის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა იმ ფაქტორების ანალიზს, რომლებიც გაზრდის ეკონომიკურ აქტივობას და ცხოვრების დონეს გააუმჯობესებს. თუ მხედველობაში არ მივიღებთ პოპულისტურ განცხადებებს, დებატები უმეტესად შეეხება სასამართლოს გაუმჯობესებას, გადასახ...
სრულად წაკითხვა

ეკონომიკური განვითარების შემზღუდველი ფაქტორები

27 იან. 2021
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ 2021 წლის 25 იანვარს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებია სამუშაო ადგილები, სიღარიბე და ფასების ზრდა. ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველ...
სრულად წაკითხვა