ბაიდენის ადმინისტრაციამ, ტრამპის ადმინისტრაციისაგან განსხვავებით, ვერ შეძლო ირანის წინააღმდეგ სანქციების მკაცრად გატარება, რაც ირანის ეკონომიკის ხელშემწყობი ფაქტორი აღმოჩნდა.
შესავალი
ირანი პრინციპულ მიზანს წაროადგენს თავი დააღწიოს სანქციებს, რომლებიც მნიშვნელოვნად ზღუდავს მის ეკონომიკას. არსებობს შესაძლებლობა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებები მალე შეთანხმებით დასრულდეს.
ბირთვული მოლაპარაკებები საერთაშორისო ძალებსა და ირანს შორის 2021 წლის დეკემბერში განახლდა.
წინამდებარე სტატიაში, ირანის ეკონომიკის ანალიზისა და ტრამპისა და ბაიდენის პერიოდების სანქციების შედარების გზით, ბირთვული შეთანხმების შემდეგ ირანის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის შედეგებს განვიხილავთ.
შეერთებულმა შტატებმა ირანს 1979 წლიდან სანქციები დაუწესა, რათა მისთვის პოლიტიკის შეცვლა აეძულებინა. 2015 წელს ირანის გადაწყვეტილება ხელი მოეწერა შეთანხმებისათვის, რომელიც მის ბირთვულ პროგრამას ზღუდავდა, ეფუძნებოდა სურვილს, რომ მისთვის მოეხსნათ სანქციები, რაც შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ მართლაც განხორციელდა. 2018 წლის 8 მაისს ტრამპის ადმინისტრაციის დროს მიღწეული ბირთვული შეთანხმებიდან გასვლამ, სანქციების აღდგენამ და მათ გამკაცრებამ ეკონომიკას მძიმე დარტყმა მიაყენა, მაგრამ ბირთვული ენერგიის განვითარების შესახებ ირანის პოლიტიკის შეცვლა და სხვა საკითხების მოგვარება, როგორიცაა მაგ. ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერის შეწყვეტა, ვერ მოხერხდა.
2018 - 2021 წლებში სანქციების აღდგენამ ირანის ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა იქონია. გაიზარდა უმუშევრობა და სიღარიბის დონე, ეკონომიკური განვითარება დაბალ ნიშნულამდე დაეცა. კრიტიკულ მომენტში, ხსნა პრეზიდენტ ბაიდენის მხრიდან გამოჩნდა. ბაიდენის ადმინისტრაციამ, შეთანხმების მიღწევამდე და ირანელების მხრიდან რაიმე კომპენსაციის გადახდის გარეშე, შეამსუბუქა სანქციები და ირანს საშუალება მისცა გამოეყენებინა გაყინული ფინანსები. ასევე, შეამსუბუქა ირანიდან ნავთობის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვები. პოზიტიურმა მოლოდინებმა და სანქციების შემსუბუქებამ ირანის ეკონომიკაზე დადებითად იმოქმედა და 2021 ფისკალურ წელს (რომელიც 2022 წლის მარტში დასრულდა), ირანის ეკონომიკა 4.4 პროცენტით გაიზარდა.[1]
შეთანხმების მიღწევა და სანქციების მოხსნა მსოფლიოს მიანიშნებს, რომ ირანი ღიაა ენერგეტიკის, საზღვაო, მეტალურგიის, გემთმშენებლობის, მანქანათმშენებლობის, სადაზღვეო და სხვა სფეროებში ბიზნესის წარმოებისათვის. გარდა ამისა, ნავთობის ფასი - ბარელზე 100 აშშ დოლარის და მეტი ოდენობით ირანის ეკონომიკის მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს. გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაცია შეამცირებს როგორც ფასებს, ასევე ინფლაციის დონეს და მოსახლეობის გაჭირვებაც შემსუბუქდება. ეს კი ირანს საშუალებას მისცემს დააჩქაროს ბირთვული პროგრამა და მეტი რესურსი გამოყოს ახლო აღმოსავლეთში დივერსიული ქმედებებისათვის.
წინამდებარე სტატიაში განვიხილავთ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციებისა და ბაიდენის ადმინისტრაციისათვის ძალაუფლების გადაცემის პერიოდის გავლენა ეკონომიკაზე, ისევე ჩინეთ-ირანული ურთიერთობების ეკონომიკური მნიშვნელობას. დასასრულს კი შევეხებით ბირთვული შეთანხმების გავლენას ირანის ეკონომიკის ზრდაზე.
ირანის ეკონომიკა
ირანის ეკონომიკა მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, კვალიფიციური შრომითი ძალით და გააჩნია ინდუსტრიების მრავალფეროვანი სპექტრი. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2020 წელს სახელმწიფო სექტორმა მთლიანი შიდა პროდუქტის 14,46% შეადგინა. შემოსავლების თვალსაზრისით, ენერგეტიკის სექტორი ყველაზე მნიშვნელოვანია. ირანი ფლობს მსოფლიოს დადასტურებული ნავთობის მარაგების დაახლოებით 10%-ს და გაზის მარაგების დაახლოებით 15%-ს. მისი ნავთობისა და გაზის რეზერვები სიდიდით მეორეა მსოფლიოში.
ირანის ეკონომიკა ნავთობის წარმოებასა და ექსპორტზეა დამოკიდებული (2009-დან 2019-მდე, ეკონომიკის დამოკიდებულება ნავთობის შემოსავლებზე ბიუჯეტის შესავსებად 60%-დან 30%-მდე შემცირდა). ნავთობის დიდი რეზერვების მიუხედავად, ირანს მოძველებული ტექნოლოგიები და ფილტრაციისა შეზღუდული შესაძლებლობები გააჩნია, შესაბამისად, უცხოურ ინვესტიციებს საჭიროებს.[2]
ეკონომიკის უმეტესი ნაწილი ისლამური კომპანიების გაერთიანებების (bonyads - ბონიადები) ხელშია. ისინი უშუალოდ უმაღლესი ლიდერის წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი, არ ექვემდებარებიან საზოგადოების კრიტიკას და არ იხდიან გადასახადებს. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანიაა Asthan Quds Razvi, რომელიც სულიერმა ლიდერმა ალი ხამენეიმ დააარსა, ახლანდელმა პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი კი ამ საქველმოქმედო ორგანიზაციის რწმუნებული (trustee) გახლდათ. Reuters-ის ინფორმაციით, 2013 წელს, უმაღლესი ლიდერის მიერ რეგულირებულმა მთლიანმა აქტივებმა 95 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
Reuters-ის ანგარიშის შემდეგ, ახალი კომპანიებიც დაემატა. 2019 წლის აპრილში ერაყში აშშ-ს საელჩომ განაცხადა, რომ ხამენეის მიერ კონტროლირებადი აქტივების ღირებულება 200 მილიარდი აშშ დოლარია. ყველაზე ცნობილი ორგანიზაციაა „დაჩაგრულთა და მოწამეთა ფონდი“ - Mostzapan - რომელსაც 200.000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებულის 350 კომპანიაში და მისი აქტივები 10 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს. Mostzapan Foundation ინვესტიციებს ირანსა და მის ფარგლებს გარეთ ახორციელებს. ირანული დაზვერვა ფონდს საზღვარგარეთ პროდუქციის შესაძენად[3] იყენებს. 2020 წლის ნოემბერში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა Mostzapan Foundation სანქციების სიაში შეიყვანა.
სურათი 1: ირანული მშპ-ს განაწილება, 2021 წ.
წყარო: https://www.cbi.ir/section/1372.aspx
ტრამპის ადმინისტრაციის სანქციები ირანის ეკონომიკაზე
სანქციების შემდეგ, 2010-2020 წლებში, ირანის ეკონომიკაში ათწლიანი ჩავარდნა დაფიქსირდა. აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 2020 წელს, ნავთობის ექსპორტმა დღეში 400,000 ბარელზე ნაკლებს მიაღწია, რაც ისტორიულად ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო 2017 წელთან შედარებით, როცა ნავთობის ექსპორტი დღეში 2.5 მილიონ ბარელს შეადგენდა.
ირანის მშპ-მ 2020 წელს 204 მილიარდი აშშ დოლარი იყო, მაშინ როცა 2017 წელს, პრეზიდენტ ტრამპის პრეზიდენტობის ვადის დასაწყისში, 445 მილიონი აშშ დოლარი დაფიქსირდა, ანუ 50 %-ზე მეტი სამ წელიწადში. მეტიც, 2020 წელს ირანის მშპ ოდნავ დაბალი იყო 1986 მშპ-სთან შედარებით. ანუ, 35 წლის განმავლობაში, მიუხედავად დემოგრაფიული ზრდისა, მშპ არ გაზრდილა. საკმარისია ითქვას, რომ 2020 წელს, მოსახლეობის რაოდენობით 84 მილიონიანი ირანის მშპ არაბეთის გაერთიანებული საამიროების მშპ-ს ნახევარს შეადგენდა, მაშინ როცა ემირატების მოსახლეობა 10 მილიონი ადამიანია.
ცხრილი #1: ირანის მშპ გამოსახული მილიარდებში ( აშშ დოლარი )
აშშ დოლარი |
წელი |
209 |
1986 |
226.4 |
2005 |
486.8 |
2010 |
598.8 |
2012 |
445.3 |
2017 |
294.3 |
2018 |
258.2 |
2019 |
203.4 |
2020 |
წყარო: https://data.worldbank.org/indicator/NY.GDP.MKTP.CD?locations=IR
2018 წლის სანქციებმა ირანს შემოსავლის ძირითადი წყარო შეუწყვიტა, ხოლო ნავთობის ექსპორტი 2020 წლის ივლისში დღეში 100,000 ბარელით შემცირდა, მაშინ როცა სანქციების დაწესებამდე 2.3 მილიონი იყო. ამრიგად, ირანმა, უზარმაზარი ნავთობის რეზერვების მიუხედავად, ძალიან მცირე ოდენობის ექსპორტი განახორციელა.
2018 წლის სანქციების შემდეგ, მას შემდეგ, რაც უცხოური კომპანიების უმეტესობამ დატოვა ბაზარი, ზოგიერთი მათგანი კი ადგილობრივმა კომპანიებმა შეიძინეს, ირანში უცხოური ბიზნესის საქმიანობა შემცირდა და მას, ძირითადად, ჩინური კომპანიები ახორციელებენ.
არსებულ ინფრასტრუქტურას ადგილობრივი და ჩინელი კონტრაქტორები ფლობენ, მიუხედავად ამისა, დასავლური ტექნოლოგიების გარეშე მნიშვნელოვან პროგრესს ადგილი არ აქვს. თუმცა, ფარსის პროვინციაში ბუნებრივი აირის მასშტაბური საბადოს ათვისებისათვის მომზადება წარმატებით განხორციელდა. სანქციების დაწესებამდე ფრანგულმა კომპანიამ Total ხელი მოაწერა შეთანხმებას პროექტის მე-11 ფაზის განხორციელებასთან დაკავშირებით, მაგრამ სანქციების გამო შეთანხმება გააუქმა. სანქციებამდე ბუნებრივი აირის ძირითადი შემსყიდველები იყვნენ თურქეთი, ერაყი, სომხეთი და აზერბაიჯანი.
ირანში ნავთობის მოპოვების მოცულობის შესახებ მონაცემები გასაიდუმლოებულია. ტრამპის ადმინისტრაციის მიერ სანქციების დაწესებამდე, 2018 წლის იანვარში, ირანმა დღეში 3.8 მილიონი ბარელი ნავთობი მოიპოვა. 2022 წლის იანვარში აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის გამოთვლით, ნავთობის წარმოებამ დღეში დაახლოებით 2.5 მილიონი ბარელი შეადგინა. 2020 წლის იანვარში, როდესაც სანქციები უფრო გამკაცრდა, ირანმა დღეში 2 მილიონი ბარელი გამოიმუშავა.
2018 წლიდან ირანში ინფლაციამ 30%-ზე მეტი შეადგინა. ინფლაცია გამოწვეულია, როგორც ფასების ზრდით, ასევე ირანული რიალის სწრაფი გაუფასურებით. 2021 წლის აპრილ-ნოემბერში ინფლაციის წლიურმა დონემ 43 %-ს მიაღწია და 2021/22 ფისკალურ წელს 35%-მდე შემცირდა. ბოლო ათი წლის განმავლობაში ინფლაციის დონემ ჯამური 735% შეადგინა, ხოლო ეკონომიკა 7.2 %-ით გაიზარდა.
2018 და 2019 წლებში ტრამპის მიერ დაწესებულმა განახლებულმა სანქციებმა, ნავთობის წარმოებისა და ფასის დაცემამ, ასევე კოვიდ-19-ის პანდემიამ ირანის ეკონომიკა 3 წლის უკან დახია. ასევე, ნეგატიური გავლენა იქონია არასწორმა მართვამ და ფართოდ გავრცელებულმა კორუფციამ. სიღარიბემ, უმუშევრობამ და გაჭირვებამ კი მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია.[4]
ტრამპის ადმინისტრაციამ 2019 წელს კვლავ დაამატა სანქციები, რამაც უშუალოდ ირანის მთავრობის მეთაურების საკუთრებაში არსებული კომპანიები, განსაკუთრებით კი სულიერი ლიდერის, ალი ხამენეის კომპანიების ქსელი დააზიანა. ტრამპის სანქციების აღდგენიდან პირველი 4 თვის პერიოდში, 31 ევროპულმა და აზიურმა კომპანიამ, რომლებიც მსოფლიოს 500 უმსხვილესი კომპანიის ჩამონათვალში შედიოდა, ირანში მათი საქმიანობის დაუყოვნებლივი შეწყვეტის განზრახვის შესახებ განაცხადა. ესენი იყო ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიცაა Boeing, Total, Peugeot, Marsk, Allianz, Siemens, I, Mazda, Mitsubishi, British Petroleum და General Electric.
ბევრი ჩინური კომპანია დარჩა ირანში და მომდევნო წლებში გააფართოვა თავისი საქმიანობა, ამის შესახებ ქვემოთ ვისაუბრებთ. უცხოური კომპანიების მიერ ქვეყნის დატოვებამ და ახალი კომპანიების ბაზარზე შესვლის თავიდან აცილებამ უცხოური ინვესტიციების მოცულობა მკვეთრად შეამცირა. ჩინეთთან დიდი ეკონომიკური შეთანხმება მხოლოდ 2021 წელს გაფორმდა, ასე რომ, ეს ვერ უზრუნველყოფდა ბაზრიდან გასული გიგანტური დასავლური კომპანიების მყისიერ და სათანადო ჩანაცვლებას. ამრიგად, ირანში უცხოური ინვესტიციები 2020 წელს 1.2 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა, მაშინ როცა 2011 წელს 4.3 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, ანუ 70 % -ზე მეტით, როგორც ეს #2 ცხრილშია მითითებული.
ცხრილი #2: უცხოური ინვესტიციები ირანის ეკონომიკაში 2011–2020 (გამოსახულია მილიარდებში, აშშ დოლარი)
აშშ დოლარი |
წელი |
3.0 |
2011 |
4.1 |
2012 |
3.2 |
2013 |
1.2 |
2014 |
0.8 |
2015 |
3.0 |
2016 |
2.3 |
2017 |
2.4 |
2018 |
0.9 |
2019 |
1.2 |
2020 |
წყარო: https://www.ceicdata.com/en/indicator/iran/foreign-direct-investment
ცხრილები #3 და #4 მიუთითებს ირანის საგარეო ვაჭრობის მნიშვნელოვნად კლებაზე, ასევე ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის შემცირებაზე ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციების აღდგენის შემდეგ. 2017-2020 წლებში ექსპორტი შემცირდა დაახლოებით 80%-ით შემცირდა და 2020 წელს ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის მაჩვენებელმა 2017 წლის ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის 90% შეადგინა.
ცხრილი #3: ირანი - $2014–2020 ექსპორტისა და იმპორტის მონაცემები
ექსპორტი |
იმპორტი |
წელი |
64 |
52.9 |
2014 |
39.2 |
40.4 |
2015 |
46.6 |
43.1 |
2016 |
65.3 |
52.1 |
2017 |
71.3 |
41.7 |
2018 |
29.8 |
26.6 |
2019 |
*14.2 |
21.3 |
2020 |
წყარო:IMF, სავაჭრო სტატისტიკის მიმართულება, სხვადასხვა საკითხები
* ჩინეთში ექსპორტმა წელს ირანიდან განხორციელებული მთლიანი ექსპორტის დაახ. 43% შეადგინა. ირანიდან ჩინეთში განხორციელებულმა ექსპორტმა ჯამურად 6.1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
ცხრილი #4: ირანი - მშპ ერთ სულ მოსახლეზე აშშ დოლარში მსყიდველობითი უნარის პარიტეტით
მშპ ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველობითი უნარის პარიტეტით |
წელი |
18,008 |
2011 |
15,950 |
2012 |
15,273 |
2013 |
15,235 |
2014 |
13,588 |
2015 |
14,011 |
2016 |
14,535 |
2017 |
13,795 |
2018 |
12,913 |
2019 |
13,338 |
2020 |
წყარო: https://data.worldbank.org/indicator/NY.GDP.PCAP.PP.CD?locations=IR
მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ სანქციები აღადგინა, აშშ-ს მთავრობამ სანქციები ასევე დაუწესა იმ ლიდერებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან დაკავშირებულ ადამიანებს, რომელთაც სულიერი ლიდერი, ალი ხამენეი ხელმძღვანელობდა. 2021 წლის 13 იანვარს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ იგი ზომებს მიიღებდა ორი ორგანიზაციის, მათ შორის ორგანიზაციის ლიდერებისა და შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ. ორივე კომპანიას ხამენეი, Aiko და Asthan Quds Razvi აკონტროლებენ. ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც აშშ-ს ადმინისტრაციამ, 2020 წლის ნოემბერში, ზემოხსენებული, ირანის ხელმძღვანელობის კონტროლქვეშ მყოფი Mostzapan-ის წინააღმდეგ ზომები მიიღო და სანქციების სიაში შეიყვანა.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია: "მიუხედავად იმისა, რომ Bonyad Mostzapan, წარმოადგენს, თითქოსდა, საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომლის მოვალეობაც ღარიბთა და დაჩაგრულთა დახმარებაა, მითვისებული აქვს ირანელი ხალხის ქონება, რასაც უმაღლესი ლიდერი, ალი ხამენეი თავისი მთავრობის წევრების გამდიდრების, პოლიტიკური მოკავშირეების დაჯილდოებისა და რეჟიმის მტრების დასასჯელად იყენებს".[5]
ირანმა, 2018 წლის მაისიდან 2021 წლის აგვისტომდე, აშშ-ს ბირთვული ხელშეკრულებიდან გასვლის გამო, ნავთობის ექსპორტის შემოსავლიდან 120 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა. სა2011-2015 წლებში სანქციების გამო ირანული ნავთობის ექსპორტი 50 %-ზე მეტით შემცირდა. ჰასან რუჰანის შეფასებით, ტრამპის ადმინისტრაციის სანქციებმა ირანს 200 მილიარდი აშშ დოლარის ზარალი მიაყენა.[6]
ბაიდენის ადმინისტრაცია
ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში, სანქციებმა ირანის ეკონომიკას ყველა სფეროში ზიანი მიაყენა, თუმცაღა, ირანის ეკონომიკა გაჯანსანღებისა და კვლავ ზრდის ტენდენციას აჩვენებს. ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს ირანთან შეთანხმებას მიაღწიოს და ე.წ. რიტორიკის პოლიტიკას მიმართავს. აშშ-მ ირანს გაყინული ფინანსური სახსრების გამოყენების საშუალება მისცა.
თუმცა, ფინანსების მოცულობა დიდი არაა და ათობით მილიონი დოლარს შეადგენს. 2022 წლის თებერვალში სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ იგი სანქციებს მოუხსნიდა იმ პირებს, რომლებიც ბირთვულ პროგრამაში სამოქალაქო მიზნებისთვის მონაწილეობდნენ, მას შემდეგ, რაც ამერიკელებმა სამხრეთ კორეას უფლება მისცეს, 63 მილიონი დოლარი გადაეხადა 2022 წლის იანვარში მათ მიერ ჩამორთმეული დაახლოებით 7 მილიარდი დოლარიდან.
მიუხედავად ბაიდენის ადმინისტრაციის მნიშვნელოვანი წვლილისა ირანის ეკონომიკის სასარგებლოდ, ტრამპის დროინდელი სანქციების მკაცრად აღსრულება ვერ ხორციელდება. მაგალითისათვის, ირანმა კვლავ გაზარდა ნავთობის ექსპორტი და საგარეო ვაჭრობის მოცულობაც. ცვლილებები ირანის ეკონომიკაში დაუყოვნებლივ თვალნათლივ გამოჩნდა. ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, 2021/22 ფისკალურ წელს მიმდინარე ანგარიშის ბალანსი დადებითი გახდა. ირანმა ახალი ფისკალური წელი 2022 წლის 21 მარტს დაიწყო, წინა წელთან შედარებით მშპ-ს 44 %-იანი ზრდით. ინფლაცია კი 35 %-ით შემცირდა.
გაბრიელ ნორონამ, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურ მრჩეველად მსახურობდა, აღნიშნა, რომ ჩინეთისათვის მხოლოდ ნავთობის მიყიდვით ირანი წელიწადში 10 მილიარდ აშშ დოლარს გამოიმუშავებს. IMF-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ირანის სავალუტო რეზერვები 2020-2021 წლებში 12.4 მილიარდი დოლარიდან [7] 31.4 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც 2.5-ჯერ მეტია. ზრდა ძირითადად აიხსნება ნავთობის ფასის მომატებით.
რეზერვების უმეტესობა არალიკვიდურია. სანქციების მოხსნა ირანის ეკონომიკას რეზერვების გამყენების საშუალებას მისცემს. ტრამპის ადმინისტრაციის სანქციების განახლებამდე, სავალუტო რეზერვებმა 2018 წელს 122.5 მილიარდი დოლარი შეადგინა. ირანში არსებული ვითარების გაუმჯობესებამ საშუალება მისცა ქვეყანას დიდი თანხის ინვესტირება მოეხდინა ნავთობის ინდუსტრიაში და გაეზარდა პროდუქტიულობა. 2022 წლის აპრილში, ნავთობის მინისტრმა აღნიშნა, რომ წარმოებამ სანქციებამდე პერიოდის დონეს ანუ დღეში 3.8 მილიონ ბარელს მიაღწია. მან ასევე დაამატა, რომ 2021 ფისკალურ წელს ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლები 18 მილიარდი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 2.5-ჯერ მეტია.[8]
ნებისმიერ შემთხვევაში, 2021 წელს, ირანის ეკონომიკურმა ზრდამ 4.4% შეადგინა, პირველად წლების განმავლობაში უარყოფითი დინამიკის შემდეგ. წარსული არ მიუთითებს მომავალზე, თუმცა, 2016 წლის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ირანის ეკონომიკა 12%-ზე მეტით გაიზარდა.
ცხრილი #5: ირანში სანქციების შედარება ტრამპისა და ბაიდენის პერიოდებში
ტრამპის ადმინისტრაცია |
ბიდენის ადმინისტრაცია |
2015 წლის ხელშეკრულების გაუქმება |
არაქმედითი ნაბიჯები სანქციებთან დაკავშრებით |
სანქციების გამკაცრება და "მაქსიმალური ზეწოლის" პოლიტიკა |
სანქციების შემსუბუქება და სანქციების თავის არიდებაზე თვალის დახუჭვა |
ირანული ნავთობის ექსპორტის ისტორიული მინიმუმი |
ნავთობის ექსპორტი მნიშვნელოვანი ზრდა |
რეკორდული ინფლაცია |
ინფლაციის მაჩვენებლების შემცირება |
უცხოური კომპანიების საქმიანობის შემცირება |
ჩინური კომპანიების საქმიანობის გაფართოება |
ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ სანქციების შემსუბუქებასთან ერთად, ირანმა წარმატებით განავითარა შიდა, პირველ რიგში საავტომობილო და კრიპტო ინდუსტრიები, რომლის მეშვეობითაც იგი ხერხებს სანქციების გვერდის ავლას. საავტომობილო ინდუსტრია სიდიდით მეორეა ნავთობის ინდუსტრიის შემდეგ. ირანში წარმოებული მანქანების ბაზარი 2021 წელს დაახლოებით 30 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
ამ სექტორში დასაქმებულია 100,000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო კიდევ 700,000 დაკავებულია მომიჯნავე სფეროებში. ამ სფეროში ორი უმსხვილესი კომპანიაა IKCO და SAIPA. 2021 წელს, ირანმა 894 298 მანქანა გამოუშვა. მთავრობა ხელს უწყობს მანქანათმშენებლობის შიდა ინდუსტრიას რათა დააკმაყოფილოს მოთხოვნა და შემცირდეს სავალუტო ხარჯები. ირანი ავტომობილების წარმოების თვალსაზრისით, მსოფლიოში მე -19 ადგილზეა (პირველ ადგილი უკავია ჩინეთს, აშშ კი მეორე ადგილზეა).[9]
ირანის კრიპტო ინდუსტრია სწრაფად იზრდება, ირანში გლობალური ბიტკოინის მოპოვების დაახლოებით 4.5 პროცენტია. ინდუსტრია ხელს უწყობს სანქციებისათვის თავის არიდებას საქონლის იმპორტისათვის კრიპტოვალუტით ანგარიშსწორების გზით. მაინერები გამომუშავებულ კრიპტოვალუტას ირანის ცენტრალურ ბანკზე ჰყიდიან.
მაინინგი მეჩეთებშიც კი ხორციელდება, ასევე, ამ საქმით დაკავებულები არიან სამხედრო კომპანიები. კრიპტო საქმიანობა ფართოდაა გაშლილი რაპსანჯანის ინდუსტრიულ ზონაშიც. 2021 წელს რუჰანის მრჩევლებმა გამოსცეს ანგარიში კრიპტოვალუტის საშუალებით სანქციებისათვის თავის არიდების შესახებ. ანგარიშში ავტორები აღნიშნავენ, რომ ამ სფეროში ეფექტიანი პოლიტიკის გატარებას ირანის ხაზინისათვის დღეში დაახლოებით 2 მილიონი აშშ დოლარის, წელიწადში კი 700 მილიონ დოლარზე მეტის მოტანა შეუძლია.[10]
ირანის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ერთ-ერთი მიზეზი ჩინეთის ჩართულობაა. სანქციების გამო წლების განმავლობაში ეკონომიკური და დიპლომატიური იზოლაციის შემდეგ, ირანმა ჩინეთთან თანამშრომლობა გააღრმავა. 2021 წლის მარტში ირანმა და ჩინეთმა ხელი მოაწერეს 25-წლიან გრძელვადიან შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც ჩინეთმა 400 მილიარდი აშშ დოლარი უნდა ჩადოს ირანის ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების სექტორებში. ირანი კი ჩინეთს ნავთობსა და ბუნებრივ აირს დაბალ ფასად მიჰყიდის და პორტებზე წვდომის საშუალებას მისცემს. ირანი ჩინეთს ხედავს, როგორც მაშველ რგოლს ეკონომიკური და დიპლომატიური თვალსაზრისით, ამერიკის ზეწოლის ფონზე და, ასევე, როგორც ერთადერთ ძალას, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს დიპლომატიური დაცვა აშშ-ს წინააღმდეგ. ჩინეთი კი ირანს უყურებს, როგორც ახლო აღმოსავლეთსა და დანარჩენ მსოფლიოში დიპლომატიური გავლენის გაძლიერებისა და ენერგომომარაგების საშუალებას.
არსებობს ჩინურ-ირანული ურთიერთობების შემაფერხებელი გარემოებებიც, ძირითადად, ჩინეთის ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი საუდის არაბეთთან და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ურთიერთობის გამო. ჩინეთი მხოლოდ ნაწილობრივ იზიარებს აშშ-ს სანქციებს, იგი წარმოადგენს ირანის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს, მთავარ პარტნიორს ენერგეტიკის სფეროში და ქვეყნის უდიდეს ინვესტორს. ქვეყნებს შორის ეკონომიკური გარიგებების ნაწილი ზედმიწევნით დეტალური შემოწმების შემდეგ ხორციელდება, რაც ჩინეთს საშუალებას აძლევს გააგრძელოს ირანისაგან ნავთობის შეძენა. ჩინეთისთვის ნავთობის ფასი და ახლო აღმოსავლეთში გავლენის ხიბლი უფრო ძლიერია, ვიდრე აშშ-ს სანქციების შიში.
დეტალები ჩინეთის მიერ ირანიდან ნავთობის შეძენის შესახებ კონფიდენციალურია. Reuters-ის 2020 წლის 20 იანვრის ანგარიშში მოცემულია ჩინეთის ოფიციალური მონაცემები, რომლის მიხედვითაც 2019 წლის დეკემბერში ჩინეთმა დღეში მხოლოდ 260,312 ბარელი ნავთობი შეიძინა. არაოფიციალური მონაცემების მიხედვით კი ეს რაოდენობა ორმაგია.
2022 წლის 21 იანვარში Reuters-მა ჩინეთის ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, აღნიშნა, რომ ჩინეთმა 2021 წლის დეკემბერში დაახლოებით 4 მილიონი ბარელი ირანული ნავთობი შეიძინა რეზერვების სახით. The Economist-ის 2022 წლის 17 თებერვალს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ირანი ჩინეთში ყოველდღიურად დაახლოებით 1 მილიონი ბარელის ექსპორტს ახორციელებს. ირანული ნავთობი ისე შედის ჩინეთში, თითქოსდა, ომანიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ან მალაიზიიდან იყოს იმპორტირებული.
ჩინეთი ირანის მთავარ სავაჭრო პარტნიორია, რომელიც ქვეყნის არამდგრადი იმპორტისა და ექსპორტის ინდუსტრიის გამყარებას ხელს უწყობს. 2020 წელს განხორციელებული ირანული ექსპორტის დაახლოებით 43 % ჩინეთზე მოდის, ხოლო ჩინეთმა ირანში 6.1 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონელი შეიტანა, როგორც ეს ზემოთ მოცემულ #3 ცხრილშია ნაჩვენები.
მიუხედავად ამისა, 2021 წელი ერთ-ერთი ყველაზე რთული წელი იყო. სოციალურ-ეკონომიკური წნეხი გაიზარდა და ყველა სექტორი მოიცვა, გაიზარდა დეფიციტიც. ეკონომიკური მდგომარეობა გახდა მოსახლეობის, პარლამენტისა და პოლიტიკის შემქმნელთა ყოველდღიური განსჯის საგანი. სიღარიბე მოიცავს ქვეყანაში ცხოვრების ყველა სფეროს. ქუჩებში უფრო და უფრო მეტი ადამიანი იქექება ნაგვის ურნებში და უფრო მეტი ბავშვი ვაჭრობს იაფფასიანი საქონლით.[11]
ირანის მთავრობა ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობის პრობლემების გადაჭრას. ქვეყნის შრომის მინისტრის თანახმად, 2019 წელს, 26 მილიონი ირანელი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობდა, ხოლო ეკონომიკის მინისტრმა იშან ჰანდუზიმ განაცხადა, რომ ადმინისტრაციას შეეძლო შეჭირვებული მოქალაქეებისათვის შემწეობის გაზრდა (ერთ სულ მოსახლეზე თვეში მხოლოდ 4 აშშ დოლარამდე). ირანელი საშუალო სტატისტიკური მუშაკი თვეში დაახლოებით 120 აშშ დოლარს გამოიმუშავებს. ირანის მთავრობა, რომელიც აქამდე პირველადი მოხმარების საქონლისათვის სავალუტო გაცვლითი კურსის სუბსიდირებას ახორციელებდა (300,000-ის ნაცვლად 42,000), განიხილავს ამ მიდგომის გაუქმებას.[12]
2022 წლის 9 იანვარს, 2022-2023 ფისკალური წლის ბიუჯეტის განხილვის დროს, პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისმა პარლამენტს წარუდგინა ანგარიში "ეკონომიკური მიღწევების" შესახებ და აღნიშნა, რომ ინფლაცია "კონტროლის ქვეშაა" და მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ნავთობის გარდა სხვა პროდუქციის ექსპორტი 40 პროცენტით გაიზარდა. ამ შეხვედრის შემდეგ საპარლამენტო დებატების დროს პარლამენტის წევრები მწვავე კრიტიკას არ აკლებდნენ რაისის მინისტრებს განსაკურებით ეკონომიკური სფეროდან, და ხაზს უსვამდენ ირანში წარმოებული მანქანის ფასს, რომელიც ირანის მოქალაქისთვის დაახლოებით 20,000 აშშ დოლარია, მაშინ როცა თვითღირებულება 10, 000 აშშ დოლარზე ნაკლებს შეადგენს.[13]
პრესაში იბეჭდება სტატიები, რისი მეშვეობითაც ჟღერდება რომ პრობლემების მოსაგვარებლად აშშ-სთან მოლაპარაკებები აუცილებელია და იმის გარდა, რომ ირანი მძიმე ვითარებაშია, იგი ეკონომიკურად დამოკიდებული ჩინეთზე, პოლიტიკურად კი - რუსეთზე აღმოჩნდება. ამასთან, "ყველამ იცის, როგორ იყენებს რუსეთი ირანის სისუსტეებს".[14]
ირანში მწიფდება აზრი იმის შესახებ, რომ სანქციების მოხსნა, რასაც ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება მოჰყვება, საშუალებას მისცემს მოსახლეობას ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. ყველაზე მაღალმა სასულიერო პირებმაც კი, ცოტა ხნის წინ პრეზიდენტ რაისსთან შეხვედრისას, მკაფიოდ გაუსვეს ხაზი დანარჩენ მსოფლიოსთან ინტეგრირებისა და იზოლაციის დასრულების აუცილებლობას. სასულიერო პირებმა მას მოუწოდეს, მსოფლიოსათვის მშვიდობისა და შერიგების მესიჯი გაეგზავნა. თუმცა, მთავრობა შეთანხმების მიღწევას არ ჩქარობს. [15]
დასკვნა
მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა სანქციების, კორუფციის, მთავრობის მიერ მონოპოლიების ჩამოყალიბების, ეკონომიკის არასწორი მართვის, საბანკო სისტემაში ფულის გათეთრებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსებით ტერორისტული ჯგუფებისა და მთელი ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით ომები დაფინანსების შედეგია.
ირანის მერვე პრეზიდენტს, ებრაჰიმ რაისს, მემკვიდრეობით არამდგრადი ეკონომიკა ერგო. ჯერჯერობით, ირანის სუსტი ეკონომიკური პოლიტიკა არ შეცვლილა, მაგრამ ქვეყანას სხვა გამოსავალი არ აქვს გარდა იმისა, რომ მოქნილ პოლიტკას მიმართოს. ტრამპის სანქციების პოლიტიკამ ირანის ეკონომიკას მძიმე დარტყმა მიაყენა. 2022 წლის შუა პერიოდიდან, ირანი იშვიათ შესაძლებობას იღებს ბაიდენის ადმინისტრაციისაგან იმისათვის, რომ მოიხსნას სანქციები, შეუმსუბუქდეს შეზღუდვები ეკონომიკასა და მოსახლეობას და დაიწყოს შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდა.
ინფრასტრუქტურა მოძველებულია და განადგურებულია, რასაც თან ახლავს წყლისა და ელექტროენერგიის არამდგრადი მიწოდება. სიღარიბისა და ინფლაციის მაჩვენებელი იზრდება, არსებობს დეფიციტი პირველადი მოხმარების საქონელზე. მოსახლეობა და ლიდერშიპი მთავრობას წინა წლებთან შედარებით სულ უფრო მკაცრად აკრიტიკებს, არსებობს მასობრივი გამოსვლების რეალური საფრთხე.
ბირთვული შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, სანქციების მოხსნა ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაში მეტად მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. ექვსი თვის განმავლობაში ნავთობის ექსპორტი გაორმაგდება, ნავთობის ფასები 2022 წლის პირველ მესამედში აიწევს და ბარელზე 100 აშშ დოლარს გადააჭარბებს. ირანი შეძლებს შეიძინოს სამრეწველო ტექნიკა, რაც შესაძლებლობას მისცემს აწარმოოს უკეთესი ხარისხის პროდუქცია შიდა ბაზრისათვის და ექსპორტზე გასატანად. საგარეო ვაჭრობაც დიდწილად გაიზრდება. 2016-ში, სანქციების მოხსნის პირველ წელს, ირანში ევროპულმა სამრეწველო საქონლის ექსპორტმა დაახლოებით 3 მილიარდი ევრო შეადგინა, დღეს კი ექსპორტის მოცულობა დაახლოებით 750 მილიონ ევრომდეა შემცირებული. სამრეწველო საქონლის იმპორტი ხელს შეუწყობს მრეწველობის განვითარებას და გაზრდის დასაქმების დონეს, წარმოებასა და ექსპორტს.
ირანის ეკონომიკაზე სასიკეთეოდ აისახება იმ მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნება, რადგან თავიანთ ცოდნასა და სახსრებს ქვეყანას მოახმარენ. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2021 წლის მონაცემებით, დაახლოებით 4 მილიონი ირანელი საზღვარგარეთ ცხოვრობს, მათ შორის 1.5 მილიონი - აშშ-ში. ნობილია, რომ ირანელები საზღვარგარეთ ფლობენ აქტივებს, რომელთა ღირებულება 1.3-2 ტრილიონი აშშ დოლარია. ასევე, საზღვარგარეთ მცხოვრები ირანელებისთვის შემსუბუქდა სამხედრო სამსახურში გაწვევის წესი, რაც, 2022 წლის მარტიდან, მათ საშუალებას აძლევს სამხედრო სამსახურში წასვლის ნაცვლად 15,000 ევრო გადაიხადონ.[16]
ბაიდენის ადმინისტრაციის შედარებით რბილმა პილიტიკამ და სანქციების სრული სიმკაცრით გატარებაზე თვალის დახუჭვამ თავისი ნაყოფი სანქციების მოხსნამდეც გამოიღო (გაიზარდა ჩინეთისათვის ნავთობის მიყიდვა, გაძლიერდა ვაჭრობა, ირანს გაყინული ფინანსებით სარგებლობის საშუალება მიეცა) ამ ყველაფრის გამო, ფარული საბანკო ოპერაციების გზით, ირანი ცდილობს სანქციებს გაუმკლავდეს.
სანქციების გაუქმების მოლოდინები, ნავთობის დეფიციტი და მასზე ფასების ზრდა, და უკრაინაში მიმდინარე ომი სასარგებლო აღმოჩნდა ირანის ეკონომიკისათვის და ამერიკის შეერთებული შტატების თვალში უფრო საჭირო გამოჩნდა. როგორც სჩანს, ირანი აპირებს ამ შესაძლებლობის გამოყენებას, აჰმედ ასაზადე საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ნავთობის მინისტრის მოადგილედაც კი დანიშნეს.
სანქციების მოხსნის შედეგად ირანი ყოველწლიურად ხაზინაში ათეულობით მილიარდ დოლარს დააგროვებს. ამას ხელს შეუწყობს შეზღუდვების მოხსნაც ნავთობის წარმოებასა და ექსპორტზე, უცხოური ვაჭრობის ზრდა, ინფლაციის მაჩვენებლების კლება, უმუშევრობის შემცირება, უცხოური ინვესტიციების ზრდა და მსხვილი კომპანიების ირანული ბაზარზე შესვლა. ირანი ასევე შეძლებს გამოიყენოს საზღვარგარეთ არსებული მისი ფინანსური რესურსი და სხვა აქტივები, რომლებიც ამჟამად გაყინულია სანქციების გამო. ეს აქტივები 100 მილიარდ დოლარს აღემატება.
სანქციების მოხსნა გააორმაგებს ნავთობის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავალს წარმოების გაზრდისა და ნავთობის ფასის მატების საფუძველზე. 2022 წლის ბოლოდან ირანი შეძლებს ნავთობის წარმოება გაზარდოს დღეში 2.4 მილიონი ბარელიდან 3.8 მილიონზე მეტ ბარელამდე, მომავალი 10 წლის განმავლობაში კი წარმოება დღეში 5 მილიონ ბარელამდე გაიზრდება. საერთაშორისო ნავთობკომპანიები გადახედავენ ქვეყანაში საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას, ადგილობრივ წარმოებას დაეხმარებიან ტექნოლოგიების განახლებასა და პროდუქტიულობის გაზრდაში. ირანი ამჟამად დღეში 1.1 მილიონი ბარელი ნავთობის ექსპორტს ახორციელებს, ძირითადად ჩინეთში, და 6 თვის განმავლობაში ექსპორტის მოცულობის გაორმაგებას შეძლებს. [17]
ნავთობის ფასი 2021 წლის იანვარში 54 აშშ დოლარს შეაგენდა, 2021 წლის ოქტომბერში 84 დოლარამდე გაიზარდა, ხოლო 2022 15 აპრილს 106 დოლარს გადააჭარბა. სანქციების მოხსნის შემდეგ ირანი დღეში 2.5 მილიონ ბარელს ნავთობს გაიტანს ექპორტზე. 2016 წელს სანქციების მოხსნის შემდეგ, ნავთობის ექსპორტი 2016 წელს 1.6 ბარელი იყო, 2017 წელს კი 2.3 მილიონამდე გაიზარდა. მხოლოდ ნავთობის ექსპორტით ირანს შეუძლია წელიწადში 30 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღოს. ჯერჯერობით კი, ირანს უწევს შუამავლებისათვის ნავთობის გაყიდვებიდან დიდი თანხების გადახდა, ასევე ნავთობს იყენებს ბარტერისთვისაც. სანქციების მოხსნის შემდეგ ირანი შეძლებს ნავთობის საბაზრო ფასების მიღებას.
თუ ირანი შეთანხმებაზე ხელს არ მოაწერს, მაშინ მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობების გამოყენების შანსს დაკარგავს. გასულ წელს მისი ეკონომიკის ზრდა მართლაც დაფიქსირდა, თუმცა, პირველ რიგში, ეს ბაიდენის მმართველობის დროს სანქციების აღუსრულებლობის შედეგია.
შეთანხმების ხელმოწერა ხელს შეუწყობს ირანის ეკონომიკის გაძლიერებას და ახლო აღმოსავლეთში მისი მოკავშირეების დაფინანსება-მხარდაჭერას. აქედან გამომდინარე, არსებობს, ეკონომიკური თვასაზრისით, კარგი მიზეზები, რათა ირანი ბირთვულ შეთანხმებაზე ხელმოწერას დათანხმდეს. თუმცა, ფინანსური საფუძველი ირანის ხელმძღვანელობისათვის გადაწყვეტილების მიღების მთავარი ფაქტორი აქამდე არასდროს ყოფილა.
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა The Jerusalem Institute for Strategy and Security-ს მიერ
[2] https://www.trtworld.com/middle-east/can-iran-reduce-its-reliance-on-oil-31665
იხილეთ IMF-ის პუბლიკაციები 17/62 და 18.93.
[3] https://irannewswire.org/us-embassy-says-khameneis-wealth-worth-200-billion
[4] იხილეთ რაზ ზიმტი, პროტესტის დემონსტრაციები ირანში ძირითადი საქონლის ფასების მკვეთრი ზრდის ფონზე, INSS Insight 16 წლის 2022 მაისი.
[5] https://old.iranintl.com/en/iran/us-sanctions-khameneis-foundation-and-irans-minister-intelligence
[6] ალ-არაბია, 4 მარტი 2021.
[7] https://thehill.com/opinion/international/598385-fueling-an-iranian-comeback
[8] AFP, აპრილი 5, 2022
[9] IRNA, 22 მაისი, 2022
[11] تحلیلی بر سیاستگذاری استخراج رمزداراییها)رراییها)رمزززدارایییها)ردارارررزارزها (original in Persian)( در ایران و ارⴷررⷜران و اررⵁیرایراها (original in Persian)( در ایرااها (original in Persian)( در ایراائه پیشنهادهای سیاستی
[12] https://old.iranintl.com/en/iran/iran-enters-new-economic-era-marked-poverty აგვისტოს 23, 2021
[14] ჯაჰან სანა, 7 წლის 2021 ოქტომბერი. ეს გაზეთი ასოცირებულია იმ პრაგმატულ ფრთასთან, რომელიც მხარს უჭერს ბირთვულ შეთანხმებას.
[16] https://caspiannews.com/news-detail/iran-parliament-approves-about-5-billion-defense-spending-2022-3-6-0