ვიქტორ ყიფიანი მიროშევსკის ცენტრის (პოლონეთი) წარმომადგენლებს შეხვდა


„ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა მიროშევსკის ცენტრის (The Mieroszewski Centre) დირექტორს, ერნესტ ვისისკიევიჩს, დირექტორის მოადგილეს, ლუკას ადამსკის და უფროს მკვლევარს, ბართლომეი გაიოს „ჯეოქეისის“ ოფისში უმასპინძლა. მიროშევსკის ცენტრი არის სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროს ზედამხედველობის ქვეშ ფუნქციონირებს. 


შეხვედრაზე ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის განვითარების საკითხი განიხილეს და ქართულ და პოლონურ აკადემიურ წრეებს შორის კავშირების გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და აქტუალურ თემებთან დაკავშირებით შეფასებებიც გაუზიარეს.


მხარეებმა, ასევე, გამოთქვეს მზაობა საქართველო-პოლონეთის მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მიზნით თანამშრომლობისათვის.
 

გააზიარე: