ალუმნი
n_okroadze@cu.edu.geნინო ოქროაძე დაიბადა ქალაქ ახალქალაქში. მე-12 კლასი FLEX გაცვლითი პროგრამის საშუალებით ამერიკაში, აიოვას შტატში გაატარა. სწორედ ეს პერიოდი გახდა მისი საბოლოო არჩევანის ჩამოყალიბების მიზეზი დიპლომატიის ხელოვნების მიმართ. იგი სტუდენტურ კონფერენციაზე, რომელიც განიარაღების საკითხს შეეხებოდა ამერიკული სკოლის სახელით წარსდგა, და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის წარმომადგენელი გახლდათ.
ნინო საკუთარ სამომავლო პროფესიად დიპლომატიას მიიჩნევს. მას სურს, რომ იმუშაოს გაეროს პირველ კომიტეტში საერთაშორისო უსაფრთხოების განხრით, რადგან მშვიდობა და უსაფრთხოება ყველა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული საკითხია.
ამჟამად იგი კავკასიის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტია. ასევე, გახლავთ Aiesec-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი.
ნინოს მთავარი ამოცანაა გახდეს საკუთარი საქმის პროფესიონალი, რათა თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს განვითარებაში.