ალუმნი

გულიკო ბეკურიშვილი

ალუმნი

guliko.bekurishvili@gmail.com

ბიოგრაფია

გულიკო ბეკურიშვილი ანალიტიკური ორგანიზაცია “ჯეოქეისის” სტუდენტური პროგრამის “საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება” კურსდამთავრებულია. 
 

2017-2021 წლებში დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა. მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენს საგარეო პოლიტიკის ანალიზი, კონფლიქტების კვლევა და საერთაშორისო უსაფრთხოება; სამხრეთ კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის გეოპოლიტიკა. 
 

აკადემიური საქმიანობის პარალელურად, გაიარა სტაჟირებები სხვადასხვა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში, მათ შორის, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში”, მედიისა და პიარის მიმართულებით. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საუნივერსიტეტო და საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაში. 2021 წლის ივნისში გახდა ახალგაზრდა ევროპელი ელჩი (YEA) საქართველოდან. 
 

ბოლო პერიოდში გახდა “იან კარსკის ახალგაზრდა ლიდერთა პროგრამა 2021-ის” მონაწილე. ფლობს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს. ამჟამად ეუფლება ფრანგულს.