"ჯეოქეისი"-ს თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი მიიჩნევს, რომ COVID-19-მა შეიძლება ძირეული გავლენა იქონიოს საერთაშორისო კონტექსტზე, რომელსაც რამდენიმე ჩაშლა აქვს: სამხედრო-პოლიტიკური, მაკროეკონომიკური და სოციოლოგიური.
ვიქტორ ყიფიანმა ყურადღება გაამახვილა კორონავირუსის მაკროეკონომიკურ ეფექტსა და საერთაშორისო ურთიერთობების რაციონალიზაციაზე. მისი თვალთახედვით, ქვეყნები შეეცდებიან თავიანთი ეკონომიკა უფრო ეროვნული გახადონ. „არსებული პანდემიური კრიზისი გახდა მორიგი ველი სახელმწიფოებს შორის გეოპოლიტიკურ გავლენათა ბრძოლისთვის. ჩინეთი თავისი ჰეგემონიის ჩვენებას ეცდება“, - დასძენს ვიქტორ ყიფიანი.
"ჯეოქეისი"-ს თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი თვლის, რომ დღეს ზუსტად ვერავინ ივარაუდებს, თუ როგორი იქნება პოსტ-კორონავირუსულ ეტაპზე ძირითად გეოპოლიტიკურ მეტოქეთა ძალთა განლაგება და ურთიერთმიმართება. ასევე, უცნობია, თუ რამდენად შეიცვლება სამხედრო რისკების შეფასების მოდელები; როდის და რა პირობებში მიიჩნევა ერთი მხარე საკმარისად დასუსტებულად, ხოლო მეორე კი ზომაზე ძლიერად, აგრესიული ჩანაფიქრის პრაქტიკული რეალიზებისა ან მისგან თავშეკავების მიზნით.
თუ გსურთ, იხილოთ ინტერვიუს ჩანაწერი, დააჭირეთ აქ
გააზიარე: