ინტერვიუ "ჯეოქეისი"-ს თავმჯდომარესთან, ვიქტორ ყიფიანთან პოსტ-კორონავირუსული პერიოდის ცვლილებების შესახებ

10 აპრ. 2020


COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებულ ეროვნულ და გლობალურ რისკებსა და გამოწვევებზე, ასევე მათი დაძლევის შესაძლო გზებსა და სამომავლო პერსპექტივებზე, „ინტერპრესნიუსი“ „ჯეოქეისი“-ს თავმჯდომარეს, ვიქტორ ყიფიანს ესაუბრა.


"ჯეოქეისი"-ს თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა აღნიშნა: “პანდემიით დაჩქარებული გარდაქმნების ძირითადი მაგისტრალური ხაზი შემდეგ მთავარ საკითხზე გადის - გახდება ადამიანთა ერთობა უფრო ეგალიტარული, თუ კვლავაც დარჩება ძველებურად ზეელიტარული, ან მთლად უარესი - გადაიხრება თუ არა იგი მეტი ავტორიტარიზმისაკენ“. მისი განმარტებით, ბოლო რამდენიმე ათწლეული გამოირჩევა ეკონომიკაში პროტექციონიზმის მკვეთრი ზრდით, რესურსების ზღვარგადასული უთანაბრო გადანაწილებით, ელიტების მომეტებული ჩაკეტილობით და, ზოგადად, ინკლუზიური განვითარების ხარჯზე ექსკლუზიური პოლიტიკის მომძლავრებით. სოციუმში დაისადგურა ინსტიტუტებისადმი უნდობლობამ, რამაც ჯაჭვურ რეაქციად მართვის სისტემების ქმედითუნარიანობის უფრო მეტად დაქვეითება განაპირობა. ამის გამოსასწორებლად, შესაძლებელია, ვივარადუდოთ სახელმწიფოს როლის გადაფასება და რევიზია, მისი ეკონომიკური და სოციალური პროცესებისაკენ მობრუნება და მათში აქტიური ჩართვა.


ვიქტორ ყიფიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პოსტ-კორონავირუსული პერიოდის ცვლილებებზე. მისი განცხადებით: „პოსტ-პანდემიური სამყაროს ერთ-ერთი ნიშან-თვისებაა იყოს მეტ სოციალურ სოლიდარობაზე, საზოგადოებრივი აქტორების ურთიერთკომპლემენტაციაზე, საბაზრო ეკონომიკის გაჯანსაღებულ საფუძვლებზე აღმოცენებული, გნებავთ, უფრო გაადამიანურებული სტრუქტურა, რომლის პარალელი დღესდღეობით ე.წ. „საყოველთაო კეთილდღეობის“ ეკონომიკური ფორმაციის  მქონე  რამდენიმე  ქვეყანაში  ჯერ  კიდევ  იძებნება“.


თუ გსურთ, იხილოთ ინტერვიუს ჩანაწერი, დააჭირეთ აქ

გააზიარე: