"ჯეოქეისი"-ს თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა შეთანხმების სამართლებრივ ასპექტებზე გაამახვილა ყურადღება. მან აღნიშნა: „შეთანხმების სულისკვეთება გულისხმობდა იმას, რომ მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება დაუშვებელია“. „შეთანხმება არის როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი მდგენელის მქონე. სამართლებრივ დოკუმენტებში ჩვენ ხშირად ვხვდებით ბლანკეტურ ანუ ზოგადი ხასიათის დებულებებსა და გარანტიებს. ფასილიტატორები, რომლებსაც მხოლოდ კარგი სურთ ქართული დემოკრატიისთვის, შეგვახსენებენ, რომ დაუშვებელია აღმასრულებელი ხელისუფლება ჩაერიოს მართლმსაჯულების განხორციელებაში“ - დასძინა მან.
"ჯეოქეისი"-ს თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ შეფასებებში მეტი ბალანსია აუცილებელი. მით უფრო, რომ შეთანხმების ტექსტი მტკიცებითი ფორმით არ არის ჩამოყალიბებული. ასევე, ტექსტში უშუალოდ ფრაზეოლოგია პოლიტიკური მართლმსაჯულება ასახული არ არის. ასევე, მან გაამახვილა ყურადღება საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ შეთანხმებისას კონკრეტულ გვარებზე საუბარი არ იყო.
ამასთანავე, ვიქტორ ყიფიანმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ ჯიმ რიშის მიერ 2020 წლის 12 მიაისს გაკეთებულ განცხადებაზეც ისაუბრა. ასევე, მან ხაზი გაუსვა ამერიკა-საქართველოს შორის თანამშრომლობის მაგისტრალური ხაზის შენარჩუნების მნიშვნელობას.
თუ გსურთ, იხილოთ ინტერვიუს ჩანაწერი, დააჭირეთ აქ
გააზიარე: