"ჯეოქეისი"-ს თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა „დღის ქრონიკაში“ საარჩევნო რეფორმის საერთაშორისო კონტექსტზე ისაუბრა

29 ივნ. 2020

"ჯეოქეისი"-ს თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა აღნიშნა: „შევახსენებ ჩვენს ზოგიერთ პატივცემულ პოლიტიკურ მოღვაწეს, რომ სიახლოვე ევროპასთან და ევროატლანტიკურ სივრცესთან მხოლოდ მოლაპარაკების მაგიდასთან ჯდომა არაა, ეს არის სწორი ეტიკეტი, ქცევის ელემენტარული სტანდარტების დაცვა“. 


„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკური კულტურის სტანდარტების ცვლილებაზე, ეს კონკრეტული ვითარების სწორად წაკითხვას კი არ ნიშნავს, არამედ პოლიტიკური ტაქტის გამოვლენასაც. აქ საუბარი არაა იმაზე, რამდენად თანმიმდევრულია გერმანიის ან ნებისმიერი სხვა საელჩო. ჩვენ ამ შემთხვევაში  შესაბამისი სტანდარტების დაცვაზე ვსაუბრობთ.   ამ  მხრივ ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ნაწილშიც ოპოზიციის ნაწილს ალღომ უღალატა“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.


ვიქტორ ყიფიანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ელჩების განცხადებები მიანიშნებენ, რომ საერთაშორისო პარტნიორებს სურთ პროცესებმა ქუჩიდან გადაინაცვლოს ინსტიტუტებში. „ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი დაბნეულობას იწვევს ჩვენს პარტნიორებში და  მათ ამომრჩეველში. სამწუხაროდ, მათ ვერ შეძლეს ვითარების სათანადოდ შეფასება,“- დასძინა მან.  
 

იხილეთ ჩანაწერი

გააზიარე: