ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისი“ წარმოგიდგენთ ყოველთვიურ გადაცემათა ციკლს „Geo-სივრცე“ ირაკლი ტაბლიაშვილთან ერთად. რუბრიკის ფარგლებში „ჯეოქეისი“-ს ანალიტიკოსები განიხილავენ საქართველოსთვის აქტუალურ თემებს და გაგვიზიარებენ თავიანთ ხედვას ქვეყნის განვითარებისა და უსაფრთხოების საკითხებზე.
რუბრიკის პირველი გადაცემა ეთმობა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. ინტერვიუში „ჯეოქეისი“-ს გამგეობის წევრი, ბაქარ ფალავანდიშვილი მიმოიხილავს საქართველოს მიერ პანდემიის პერიოდში მიღებულ ზომებს, საქართველოში წარმოების გადმოტანის პერსპექტივებს, ქვეყნის საინვესტიციო და კონკურენციის პოლიტიკას, ეკონომიკური განვითარების ახალ სტრატეგიასა და თანამედროვე მიდგომებს.
იხილეთ გადაცემის ჩანაწერი
გააზიარე: