"ჯეოქეისი"-ს თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი ამერიკისა და კასპიის რეგიონის თემატიკაზე გამართულ ონლაინ ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა

30 ივლ. 2020

კასპიის პოლიტიკის ცენტრის ორგანიზებით ამერიკისა და კასპიის რეგიონის თემატიკაზე ონლაინ ფორუმი გაიმართა. ფორუმის მიზანი იყო ვაშინგტონსა და კასპიის რეგიონში მოქმედი კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენელთა მოწვევა და მათი ჩართულობით ამერიკის შეერთებული შტატებისა და კასპიის რეგიონის თემატიკაზე მსჯელობა, მათ შორის კასპიის რეგიონში ამერიკის გეოპოლიტიკური დინამიკის განხილვა. 


"ჯეოქეისი"-ს თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი ამერიკისა და კასპიის რეგიონის თემატიკაზე გამართულ ონლაინ ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა. ვიქტორ ყიფიანმა აღნიშნა: „საქართველოს პროგრესი არის თანაბრად მნიშვნელოვანი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირისთვის. შემთხვევითი არ არის, რომ ორივე ვაშინგტონი და ბრიუსელი საქართველოს განიხილავენ, როგორც ღირებულ და მთავარ პარტნიორს რეგიონში. ეს მოცემულობა მკაფიოდ უსვამს ხაზსს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ არჩევანზე და არავისთვისაა გასაკვირი, რომ საქართველო მიისწრაფვის ევროკავშირთან მეტი დაახლოებისკენ, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის გაღრმავებისკენ.“ „საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის კონტექსტში შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ავითარებს ახალ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ კავშირებს მის ევროპულ სამშობლოსთან, ამასთანავე, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივებს მოაქვს მეტი ევროპა რეგიონში. რაც შეეხება ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებს, ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია  არის კონსტიტუციური მნიშვნელობის დოკუმენტი, რომელიც აყალიბებს მთელ რიგ მექანიზმებს ვაშინგტონსა და თბილისს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სამხედრო ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით“, - დასძინა მან. 


ამასთანავე, "ჯეოქეისი"-ს თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა ყურადღება გაამახვილა კასპიის რეგიონში გეოპოლიტიკური ინტერესების დინამიკასა და პოსტ-პანდემიური საერთაშორისო სისტემის ტენდენციებზე. 
 

 

იხილეთ დისკუსიის ჩანაწერი ინგლისურ ენაზე

გააზიარე: