მრჩეველთა საბჭოს წევრი
brady@asmconline.orgრიჩ ბრეიდი აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის გადამდგარი პოლკოვნიკია. მას 30-ზე მეტი წლის მუშაობის გამოცდილება გააჩნია როგორც სამხედრო, ასევე ფინანსური და ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით.
ამჟამად რიჩი სამხედრო კონტროლიორთა ამერიკული საზოგადოების (American Society of Military Comptrollers (ASMC) ) გენერალური დირექტორია. ASMC გლობალური ორგანიზაციაა, რომელიც თავდაცვის/ავიაციის სფეროს კერძო და საჯარო სექტორის 14 000-ზე მეტ ფინანსისტსა და ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალისტს აერთიანებს.
რიჩი ASMC-ს 2021 წელს, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა ძალებში სამსახურის დასრულების შემდეგ შეუერთდა. საზღვაო ქვეითთა კორპუსში სამსახურის დროს იგი იკავებდა სხვადასხვა მიმართულების მეთაურის პოზიციას, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. იმყოფებოდა ერაყში აშშ-ის საბრძოლო მისიაში, მონაწილეობას იღებდა პენტაგონის არაერთ მისიაში, ასევე გახლდათ აკრედიტებული დიპლომატი საქართველოში. როგორც ფინანსური მენეჯმენტის ოფიცერი, იყო საზღვაო ქვეითთა კორპუსის ფინანსური მართვის სკოლის მეთაური/დირექტორი და საზღვაო ქვეითთა კორპუსის საინჟინრო ნაწილის მთავარი ფინანსური ოფიცრი (CFO). აგრეთვე, გახლდათ აშშ-ის სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანოს სარდალი/მეთაური, რომელიც პასუხისმგებელი იყო ყველა სახის შეიარაღებულ ძალებში ყოველწლიურად 250 000-ზე მეტი პირის მიღებაზე.
რიჩი სახვადასხვა საბჭოს წევრია, მენეჯმენტის ბუღალტერთა ინსიტუტის დირექტორთა გლობალური საბჭოსა და სტუარტ კამერონ მაკლიოდის საზოგადოების მმართველთა საბჭოს ჩათვლით, ასევე გახლავთ კერძო დირექტორთა ასოციაციის ვაშინგტონის ფილიალის დამფუძნებელი წევრი.
პოლკოვნიკ ბრეიდის მოპოვებული აქვს სენტ ლუისის უნივერსიტეტის მეცნიერების ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ბიზნესში; სამხედრო-საზღვაო სასწავლებლის ასპირანტურის მეცნიერების მაგისტრის ხარისხი ფინანსების განხრით; არის სერტიფიცირებული ფინანსური მენეჯერი თავდაცვის მიმართულებით (CDFM); სერტიფიცირებული სამთავრობო ფინანსური მენეჯერი (CDFM) და სერტიფიცირებული მენეჯმენტის ბუღალტერი (CMA).
სამხედრო მიღწევებისათვის მიღებული აქვს შემდეგი ჯილდოები: 2 მედალი თავდაცვის სფეროში განსაკუთრებული სამსახურისათვის, ღირსების ლეგიონის ორდენი, სამი მედალი თავდაცვის სფეროში ღირსეული სამსახურისათვის, სამი მედალი ღირსეული სამსახურისათვის, სამხედრო საზღვაო ფლოტისა და საზღვაო ქვეითთა კორპუსის მადლობის მედალი, ასევე ფლობს არაერთ ჯილდოსა და ორდენს სხვადასხვა დამსახურებისათვის.