მკვლევარი

გიორგი ციკოლია

მრჩეველთა საბჭოს წევრი

giorgi_tsikolia@lineate.com

ბიოგრაფია

გიორგი ციკოლია აშშ-ში მოქმედი, მაღალი დონის ტექ-კომპანია Lineate-ის რეგიონული დირექტორია, რომელსაც წარმომადგენლობითი ოფისები აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით აქვს გახსნილი. 

რეგიონული დირექტორის რანგში, გიორგი ლინეატის ბიზნესის განვითარებაზეა პასუხისმგებელი, როგორც საქართველოში, ასევე რეგიონული მასშტაბით. 

Lineate-ში მუშაობის დაწყებამდე, გიორგიმ ათწლეულზე მეტი დაყო საჯარო სამსახურში. საქართველოში მისი დიპლომატიური მიღწევები კარგად არის ცნობილი. აშშ-ში საქართველოს საელჩოში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის რანგში, გიორგიმ შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია საკანონმდებლო და ეკონომიკური მიმართულებებით, რამაც საქართველოსა და აშშ-ის შორის სტრატეგიული პარტნიორობა გააღრმავა. 

ვაშინგტონში მუშაობის დაწყებამდე, გიორგი საქართველოს რამდენიმე სახელმწიფო უწყებას უძღვებოდა, რომელთა ფარგლებშიც მოხდა არაერთი უცხოური ინვესტიციის მოზიდვა, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება და საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ადგილების შექმნა. გიორგიმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სამთავრობო ინიციატივა „აწარმოე საქართველოს“ პროექტის შექმნასა და განვითარებაში, რომლის მიზანიც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, ინვესტიციების მოზიდვა და ექსპორტის განვითარებაა.

საჯარო სექტორამდე გიორგი ციკოლია რამდენიმე სტარტ-აპის აღმასრულებელი ოფიცერი იყო, ასევე ხელმძღვანელობდა გაყიდვებისა და მარკეტინგის გუნდებს არაერთ ინდუსტრიაში. 

გიორგიმ განათლება საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით წამყვან ამერიკულ სასწავლებელში, ტაფტსის უნივერსიტეტის ფლეტჩერის დიპლომატიურ სკოლაში მიიღო.