მკვლევარი

ჯონ კრისტიან კორნბლუმი (გარდაცვლილი)

მრჩეველთა საბჭოს საპატიო თავმჯდომარე

jck1508@outlook.com

ბიოგრაფია

ჯონ კორნბლუმის წარმატებული კარიერა მოიცავდა აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში დიპლომატიურ სამსახურში და აღმასრულებელი ხელმძღვანელის პოზიციებზე მუშაობის გამოცდილებას. 1997-2001 წლებში, იგი იყო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი გერმანიაში; ასევე, მუშაობდა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ასისტენტის პოზიციაზე ევროპის მიმართულებით; იყო საგანგებო დესპანი დეიტონის სამშვიდობო პროცესში; აშშ-ს ელჩი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ჰელსინკის პროცესი); ნატო-ში აშშ-ის ელჩის მოადგილე; აშშ-ის მინისტრი და შეიარაღებული ძალების მეთაურის მოადგილე გაყოფილ ბერლინში.


2001-2009 წლებში იყო Lazard Freres Germany-ის თავმჯდომარე. იკავებდა საერთაშორისო იურიდიული ფირმის, Noerr-ისა და გლობალური საკონსულტაციო კომპანიის, Accenture-ის უფროსი მრჩევლის თანამდებობას. იყო არაერთი კომპანიის, მათ შორის, Thyssen-Krupp Technologies AG, Bayer AG, Russell Reynolds და Motorola Europe-ის, სამეთვალყურეო და მრჩეველთა საბჭოს წევრი. 


ელჩი კორნბლუმი, ასევე, თანამშრომლობდა სხვადასხვა ორგანიზაციასთან ატლანტიკის ორივე მხარეს. იგი აქტიურად მონაწილეობდა გერმანიაში ამერიკის სავაჭრო პალატის, ბერლინის ამერიკული აკადემიის, ბერლინში Deutsche Oper-სა და რამდენიმე არაკომერციული ორგანიზაციის საქმიანობაში. მიღებული ჰქონდა არაერთი ჯილდო, მათ შორის გერმანიის ღირსების ორდენის რაინდის ჯვარი და ავსტრიის ღირსების ორდენი.