მრჩეველთა საბჭოს წევრი
info@geocase.geყაზახეთის საჯარო სექტორის სხვადასხვა საკვანძო თანამდებობაზე და დიპლომატიურ კორპუსში დაგროვებული გამოცდილება მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება მისთვის ამ ახალ პოზიციაზე მუშაობისას.
ბაურჟან მუხამეჯანოვი ყაზახეთის მთავრობაში წლების განმავლობაში იკავებდა არაერთ მაღალ თანამდებობას.
2020 წელს, ბატონ მუხამეჯანოვს ყაზახეთის პრეზიდენტმა, კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის წოდება მიანიჭა.
გარდა ამისა, კარიერის განმავლობაში, მას მოპოვებული აქვს აღიარება და არაერთ ჯილდო, მათ შორის ბარისის II ხარისხის ორდენი (2010), ბარისის III ხარისხის ორდენი (2004), პარასატის ორდენი (1999), ყაზახეთის რესპუბლიკის ღირსების სიგელი, ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის ღირსების სიგელი. ასევე, დაჯილდოებულია 20-ზე მეტი მედლით, მათ შორის სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, უკრაინის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის მიერ.
ბაურჟან მუხამეჯანოვმა დაამთავრა ალ-ფარაბის სახელობის ყაზახეთის ეროვნული უნივერსიტეტი სამართლის სპეციალობით. მიღებული აქვს სამართლის დოქტორის წოდება. მისი სადოქტორო დისერტაცია შეეხებოდა თემას - „ყაზახეთის რესპუბლიკის მმართველობის ფორმა: კონსტიტუციური მოდელი და მთავრობის კონტროლის პრაქტიკა“.
იგი მონაწილეობდა ყაზახეთის რესპუბლიკის რიგი კანონების მომზადებაში, მათ შორისაა:
- ყაზახეთის რესპუბლიკის სახელმწიფო დამოუკიდებლობის კონსტიტუციური კანონი (1991 წ. 16 დეკემბერი);
- დამოუკიდებელი ყაზახეთის პირველი კონსტიტუცია, მიღებული 1993 წელს;
- 1995 წლის კონსტიტუცია.
როგორც ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის აპარატის საკანონმდებლო ინიციატივების დეპარტამენტის უფროსს, მონაწილეობა აქვს მიიღებული პრეზიდენტის 130-ზე მეტი ბრძანებულების შემუშავებაში.