მრჩეველთა საბჭოს წევრი
gkolleeny@gmail.comგლენ კოლინი საერთაშორისო იურიდიული ფირმის, Dentons Europe-ის უფროსი მრჩეველია. მას კორპორაციული იურისტის რანგში 30 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს. სანამ Dentons Europe-ის უფროსი მრჩეველი გახდებოდა, იგი იყო Dentons-ის პარტნიორი მისი დაარსებიდან (2013 წ) 2021 წლამდე. Dentons-ში მუშაობის დაწყებამდე გლენი იყო Salans-ის პარტნიორი (1998 წ. - 2013 წ.) და Salans-ის გლობალური საბჭოს წევრი (2010 წ. – 2012 წ.).
გლენმა 1982 წელს წარჩინებით დაამთავრა კოლუმბიის სამართლის სკოლა. სანამ 1998 წელს Salans-ს პარტნიორად შეუერთდებოდა, მუშაობდა ისეთ ცნობილ ფირმებსა და საფინანსო ინსტიტუტებში როგორებიცაა: Cleary Gottlieb Steen & Hamilton, Chase Manhattan Bank, Dresdner Bank, ABN AMRO Bank და AIOC Corporation.
გლენი სპეციალობა მოიცავს საერთაშორისო ვაჭრობასა და სასაქონლო ფინანსირების (ლითონები, ნავთობპროდუქტები, სოფლის მეურნეობის პროდუქტები), ასევე, კორპორაციული ფინანსების, M&A და კერძო კაპიტალის სფეროებს. გლენი აღიარებული კორპორატიული და M&A სპეციალისტია. შესრულებული აქვს 10 მილიარდ დოლარზე მეტი M&A ტრანზაქციის დახურვა. მას ასევე მაღალ შეფასებას აძლევს პრესტიჟული საერთაშორისო დირექტორია - Legal 500.
2016 წლიდან გლენი რამდენიმე იურისდიქციაში მუშაობდა კერძო და საჯარო ვაჭრობის კომპანიების არააღმასრულებელ დირექტორად. ამჟამად არის თელ-ავივის საფონდო ბირჟაზე მოვაჭრე კვიპროსული კომპანიის - Mirland Corporation-ის დირექტორთა საბჭოს წევრი. 2018 წლიდან გლენი ასევე სხვადასხვა იურისდიქციაში კონსულტაციებს უწევდა კლიენტებს სიმდიდრის მენეჯმენტისა და დაცვის სფეროში, მათ შორის ტრასტებისა და კერძო ფონდების დაარსების შესახებ.
გარდა ამისა, იგი, როგორ მიწვეული პროფესორი, 2024-25 სასწავლო წლის განმავლობაში, კიევის ეკონომიკის სკოლაში გაუძღვება კურსს აშშ-ს სამართლის საფუძვლების შესახებ.
გლენის ექსპერტიზით სარგებლობენ ფინანსური ინსტიტუტები, კერძო ინვესტიციების ფონდები და საერთაშორისო კორპორაციები. მშობლიური ინგლისურის გარდა, ის თავისუფლად ფლობს ფრანგულს და რუსულს, აგრეთვე, სამუშაო დონეზე იცის გერმანული, ჰოლანდიური, ესპანური და უკრაინული ენები.