ხათუნა ბურკაძე და ვახტანგ კაპანაძე საქართველოში რუმინეთის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს შეხვდნენ 

„ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის, უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებების დირექტორები ხათუნა ბურკაძე და ვახტანგ კაპანაძე საქართველოში რუმინეთის ელჩს, რაზვან როტუნდუსა და   რუმინეთის თავდაცვის, სამხედრო, საჰაერო და საზღვაო ატაშეს, პოლკოვნიკ მირჩა ჟიგურანუს შეხვდნენ.


მხარეებმა რეგიონში მიმდინარე პროცესებისა და შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 


ხათუნა ბურკაძემ, ვახტანგ კაპანაძემ, საქართველოში რუმინეთის ელჩმა, რაზვან როტუნდუსმა და   რუმინეთის თავდაცვის, სამხედრო, საჰაერო და საზღვაო ატაშემ, პოლკოვნიკმა მირჩა ჟიგურანუმ საქართველოსა და რუმინეთის ორმხრივ ურთიერთობებზე გაამახვილეს ყურადღება. ასევე, მათ განიხილეს ქართულ, რუმინულ კვლევით ცენტრებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები.  
 

გააზიარე: