მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ანალიტიკურ ცენტრ "ჯეოქეისის" მრჩეველთა გუნდს ილია რუბანისი შემოუერთდა.
ილია რუბანისი, მაღალკვალიფიციური ანალიტიკოსი და ჟურნალისტია. მისი სპეციალიზაციის სფეროს კავკასია და დასავლეთ ბალკანეთი წარმოადგენს. ამ მიმართულებით იგი ფლობს დოქტორისა და მაგისტრის ხარისხს.
მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს ანალიტიკური ორგანიზაციების, ასევე არაერთი ქვეყნის მთავრობის მრჩევლის პოზიციაზე მუშაობას.
ამჟამად, ელია რუბანისი გერმანიაში მოქმედი ახალი ამბების ცნობილი პლატფორმის Caucasus Watch-ის სარედაქციო ჯგუფის წევრია.
ბატონი რუბანისის ღრმა ცოდნა და სტრატეგიული ხედვა მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება "ჯეოქეისის" შესაბამისი ექსპერტიზის გაძლიერებისა და ორგანიზაციის შემდგომი განვითარებისათვის.
მივესალმებით ბატონ ილია რუბანისს და "ჯეოქეისთან“ ნაყოფიერ თანამშრომლობას ვუსურვებთ.