ელჩი კარლო (კახა) სიხარულიძე „ჯეოქეისის“ მრჩეველთა საბჭოს წევრია

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ელჩი კარლო (კახა) სიხარულიძე ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ მრჩეველთა საბჭოს შეუერთდა.


მისი დიპლომატიური კარიერა 1993 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო და იკავებდა ისეთ მნიშვნელოვან პოზიციებს, სადაც გამორჩეულად ღრმა ცოდნა და გამოცდილება მიიღო საერთაშორისო ურთიერთობებსა და პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით.
 

სხვადასხვა დროს კახა სიხარულიძე გახლდათ:
 

- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის პირველი მდივანი;
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ნატოს სამმართველოს უფროსის მოადგილე;
- კონსული თურქეთში საქართველოს საელჩოში (ანკარა);
- პოლიტიკური მრჩეველი საბერძნეთში საქართველოს საელჩოში (ათენი);
- ეუთოს სამმართველოს უფროსი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტში;
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის დირექტორი;
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი;
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი - სფოუქსმენი;
- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
- საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე;
- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე;
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი.
 

კახა სიხარულიძეს ასევე იყო საქართველოს ელჩი ჩეხეთში, ჩინეთში, იტალიაში, მალტაში და სან მარინოში. 
 

იგი გახლავთ იტალიის დიპლომატთა ასოციაციის საპატიო წევრი 2005 წლიდან. 


2021-2023 წლებში იყო საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე და დიდ ძალისხმევას ახმარდა საქართველოს კულტურისა და სპორტის ხელშეწყობასა და პოპულარიზაციას.


კახა სიხარულიძე გახლავთ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. არის ავტორი მონოგრაფიისა - „ვაჟა ფშაველას პუბლიცისტიკა“, რომელიც 1990 წელს თბილისში გამოიცა.


„ „ჯეოქეისისათვის“ დიდი პატივია, ბატონი კახას შემოერთება მრჩეველთა საბჭოში. მისი მიღწევები და დიპლომატიურ თუ აკადემიურ ასპარეზზე  მიღებული გამოცდილება დიდად დაეხმარება ჩვენს ანალიტიკურ ცენტრს ქვეყანაში პოზიტიური ცვლილებების განხორციელების ხელშეწყობაში, ასევე ძლიერი საერთაშორისო პარტნიორობისა და თანამშრომლობის განვითარებაში “, - აღნიშნა „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა. 

გააზიარე: