„ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის, უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებების დირექტორები, ხათუნა ბურკაძე და ვახტანგ კაპანაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ ჯოზეფ ბილბოს შეხვდნენ.
მხარეებმა, რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ჰიბრიდულ გამოწვევებთან ბრძოლის პროცესში შესაბამისი ინსტრუმენტების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ხათუნა ბურკაძემ, ვახტანგ კაპანაძემ და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ თანამშრომლობაზე ყურადღება გაამახვილეს. ასევე, მათ განიხილეს ქართულ, ამერიკულ კვლევით ცენტრებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები.