ვიქტორ ყიფიანი სიტყვით გამოვიდა საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ მრგვალი მაგიდის განხილვაზე

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიწვევით, ანალიტიკური ცენტრი "ჯეოქეისის" თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი სიტყვით გამოვიდა შემოდგომის სკოლის მრგვალი მაგიდის განხილვაზე, რომლის თემა იყო: „კავკასია: გადასახლებისა და მიგრაციის ტერიტორია თანამედროვე ომების კონტექსტში.“
 

მრგვალი მაგიდის განხილვა საფრანგეთის, გერმანიისა და ბელგიის უნივერსიტეტების მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტების, ასევე მეცნიერების თანდასწრებით გაიმართა.
 

განხილვის საგანს რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და კავკასიის რეგიონის სხვა კონფლიქტების შედეგები წარმოადგენდა. ვიქტორ ყიფიანმა გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა რუსეთიდან საქართველოში მიგრაციის მიზეზებზე, რუსეთის შიგნით არსებულ საზოგადოებრივ ფაქტურასა და შესაბამის ტენდენციებზე; ასევე განიხილა მიგრაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი რეჟიმი და არსებული პრაქტიკა, მიგრაციის ეკონომიკური ეფექტი და სათანადო მართვას მოკლებული მიგრაციის რისკები, განსაკუთრებით კი რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე.
 

შემოდგომის სკოლის ფარგლებში ჩატარებულ მრგვალი მაგიდის განხილვაზე დამსწრეებმა მოისმინეს საინტერესო შეფასებები და ანალიზი კავკასიის რეგიონის წინაშე მდგარი კომპლექსური გამოწვევების შესახებ.

გააზიარე: