ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ჰადას მეიცადმა, Zoom-ის საშუალებით ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ წარმომადგენლებთან ვირტუალური შეხვედრა გამართა.
შეხვედრისას, ელჩმა დეტალური ინფორმაცია წარმოადგინა ისრაელში 7 ოქტომბერს განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებზე, ასევე ღაზას სექტორში მიმდინარე პროცესებზე. მან შეხვედრის მონაწილეებს ისრაელში არსებულ ვითარებაზე თავისი ხედვები და შეფასებები გაუზიარა. საინტერესო დისკუსია კითხვა-პასუხის ფორმატით დასრულდა.