ვიქტორ ყიფიანი იაპონიის ელჩს, იშიზუკა ჰიდეკის შეხვდა

ანალიტიკური ცენტრ „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბატონ იშიძუკა ჰიდეკისთან. შეხვედრისას ვიქტორ ყიფიანმა ელჩს გააცნო „ჯეოქეისის“ საქმიანობა და გაუზიარა ინფორმაცია ორგანიზაციის კონტაქტების შესახებ იაპონია-საქართველოს ურთიერთობების კონტექსტში. 


ელჩმა იშიძუკამ ჰედიკიმ, თავის მხრივ, გააჟღერა საკუთარი შეხედულებები ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირების შესახებ. მხარეებმა ასევე განიხილეს კონკრეტული გზები და საშუალებები აღნიშნული ურთიერთობების უფრო გასაღრმავებლად და მათთვის მეტი შინაარსის მისაცემად.

 

გააზიარე: