ვიქტორ ყიფიანმა მონაწილეობა მიიღო ავსტრიის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრაში

ვიქტორ ყიფიანი საქართველოში ვიზიტად მყოფ ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარეს, კლაუდია არფას და საპარლამენტო დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდა. 


შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესსა და კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ საკითხებს; თუ როგორი გზა განვლო საქართველომ ევროკომისიის მიერ რეკომენდაციების გაცემის შემდეგ და კიდევ რა სახის სამუშაოებია ჩასატარებელი. ასევე, განხილულ იქნა სახელმწიფო პოლიტიკური ინსტიტუტების მუშაობა და ამ მხრივ არსებული გამოწვევები. 


დისკუსიისას ისაუბრეს რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემოს შესახებ და მიმოიხილეს საქართველოსა და მის სამეზობლოს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. იმსჯელეს თუ როგორ შეიძლება ევროპული საუკეთესო პრაქტიკის გამოყენება ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ამაღლებისა და თვისობრივად ახალი სტანდარტების დამკვიდრების მიზნით. 
 

გააზიარე: