ანალიტიკური ცენტრ „ჯეოქეისის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მონაწილეობა მიიღო 14-16 ნოემბერს, რუმინეთში, ქალაქ ბუქარესტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ნატო-ევროკავშირის მდგრადობის, სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებისა და შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებისთვის თანამშრომლობას ეძღვნებოდა.
ვახტანგ კაპანაძე ვირტუალური ფორმატში სიტყვით გამოვიდა სადისკუსიო პანელზე, რომლის თემა იყო „უკრაინის კონფლიქტის გავლენა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარემოზე – ევოლუცია და პერსპექტივები". ვახტანგ კაპანაძემ დამსწრეებს გაუზიარა მოსაზრებები რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემოს შესახებ. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე საფრთხეების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, განსაკუთრებით უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის ფონზე.
პანელში ასევე მონაწილეობას იღებდნენ თაქან ილდემი, „ეკონომიკისა და საგარეო პოლიტიკის კვლევების ცენტრის“ თავმჯდომარე; იორდან ბოჟილოვი, „სოფიის უსაფრთხოების ფორუმის“ დირექტორი და კრისტიან-დანიელ დენი, რუმინეთის სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსის მოადგილე. დისკუსიას მოდერატორობას უწევდა გენერალ-მაიორი პოლ ჰურმუზი, „ახალი სტრატეგიის ცენტრის“ უფროსი ასოცირებული ექსპერტი.