მოხარული ვართ, გაცნობოთ ევრაზიის კვლევების ცენტრს (AVİM, თურქეთი) და ანალიტიკურ ცენტრ "ჯეოქეისს" (საქართველო) შორის თანამშრომლობის დაწყების შესახებ.
ამ პარტნიორობის ფარგლებში, ორივე ორგანიზაცია ერთმანეთს გაუზიარებს როგორც მათ ხელთ არსებულ რესურსებს, ასევე მოსაზრებებსა და შეხედულებებს სხვადასხვა აქტუალური თემის ირგვლივ. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა მიმართული იქნება სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის შესახებ კვლევებისა და ანალიზის გაღრმავებისათვის.
მოუთმენლად ველით ერთობლივი პუბლიკაციების გამოქვეყნებას და სხვადასხვა სემინარისა თუ ღონისძიების გამართვას.