ანალიტიკური ცენტრი "ჯეოქეისის" თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი და Lineate-ის რეგიონალური დირექტორი, "ჯეოქეისის" მრჩეველთა საბჭოს წევრი, გიორგი ციკოლია მიწვეულნი არიან საერთაშორისო ფორუმში - „სომხეთი-ირანი-ინდოეთი: ახალი რეალობა და „მშვიდობის გზაჯვარედინი“ - მონაწილეობის მისაღებად. ღონისძიება 5 დეკემბერს ერევანში გაიმართება.
"ჯეოქეისის" წარმომადგენლები, ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, იმსჯელებენ და მონაწილეებს საკუთარ მოსაზრებებს გაუზიარებენ სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე რეგიონალურ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს პერსპექტივიდან.
ფორუმის ფარგლებში განხილული იქნება გეოპოლიტიკის, რეგიონში არსებული რეალობის, ეკონომიკური კავშირებისა და პოტენციური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხები.