საქართველო-უკრაინის უწყვეტი დიალოგი

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოსა და უკრაინას შორის ჩამოყალიბდა სამაგალითო თანამშრომლობა, რაც საერთო ინტერესებმა, ისტორიულმა ასპექტებმა და გამოწვევებმა განაპირობა. წარმატებული კავშირების მიუხედავად, არსებობს რამდენიმე ძირითადი მიმართულება, სადაც ურთიერთობები შეიძლება კიდევ უფრო გაძლიერდეს როგორც აკადემიურ, ისე სამთავრობო დონეზე.
 

"საქართველო-უკრაინის უწყვეტი დიალოგის" მთავარი მიზანია, ორი ქვეყნის აკადემიური და სხვა დაინტერესებული წრეების ჩართულობით, შექმნას ეფექტური სადისკუსიო პლატფორმა,  რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება თანამშრომლობის გაღრმავება საერთო ინტერესების სფეროების გარშემო, განავითაროს ერთიანი მიდგომები არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, გააძლიეროს ორმხრივი და მრავალმხრივი კავშირები და ჩართულობის გზით შეიმუშაოს ფართო მასშტაბის ახალი იდეები.
 

ასევე, დიდი ყურადღება დაეთმობა საქართველოში და უკრაინაში მიმდინარე პროცესების შესახებ მიუკერძოებელი და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდებას.
 

დიალოგის ფარგლებში, გაიმართება თემატური დისკუსიები ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა ორივე ქვეყნის პროევროპული გზა და მათი ევროკავშირში ინტეგრაცია, შავი ზღვის უსაფრთხოება, ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, საქართველოსა და უკრაინის როლი ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების საკითხები, ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობა. დიალოგის კონტექსტში, იმედია, შესაძლებელი იქნება მაღალი დონის შეხვედრების გამართვა ორივე ქვეყნის გადაწყვეტილების მიმღები პირების ჩართულობით.
 

„საქართველო-უკრაინის უწყვეტ დიალოგს“ უზრუნველყოფენ საქართველოსა და უკრაინის წამყვანი ანალიტიკური ცენტრები: "ჯეოქეისი" და უკრაინის საგარეო პოლიტიკის ასოციაცია. 
 

გააზიარე: