ინტერვიუ „ჯეოქეისი“-ს მკვლევართან, ხათუნა ბურკაძესთან, საქართველოში ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სტრატეგიის მიღების აუცილებლობის შესახებ

„ჯეოქეისი“-ს მკვლევარმა, ხათუნა ბურკაძემ  ჰიბრიდულ საფრთხეებზე, მათ შორის კიბერშეტევებსა და მათთან ბრძოლის მექანიზმებზე ისაუბრა. ასევე, მან ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერაზე, რაც აუცილებელი წინაპირობაა საქართველოს კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად. 


ხათუნა ბურკაძემ განაცხადა: „საქართველოში კიბერშეტევებისა და დეზინფორმაციული კამპანიების განხორციელების ფონზე უმნიშვნელოვანესია ერთიანი სამთავრობო ხედვის შემუშავება. კერძოდ, აუცილებელია ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სტრატეგიის მიღება“. მას მიაჩნია, რომ ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სტრატეგიამ უნდა განსაზღვროს თანამედროვე ჰიბრიდული საფრთხეების ტიპები და მკაფიოდ წარმოაჩინოს ჰიბრიდული გამოწვევების არასამხედრო მახასიათებლები, ტაქტიკა, გაანალიზოს მათი შესაძლო გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ პროცესებზე, ასევე განიხილოს მათთან ბრძოლის გზები.


„ჯეოქეისი“-ს მკვლევარი, ხათუნა ბურკაძე თვლის, რომ   ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სტრატეგია უნდა ასახავდეს აღნიშნულ გამოწვევებთან ბრძოლის სამკომპონენტიან მექანიზმს (რაც ეფუძნება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გამოცდილებას):


1) მზადება ჰიბრიდული საფრთხეებისთვის, რაც გულისხმობს შესაძლო ჰიბრიდული აქტივობების შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზსს, ასევე, გადაწყვეტილებების მიმღებთა აღჭურვას შესაბამისი მონაცემებითა და ცოდნით;


2) შეკავება ჰიბრიდული საფრთხეების, რაც ნიშნავს შესაბამისი სამთავრობო უწყებების ინსტიტუციურ გაძლიერებას, რათა მათ შეძლონ დროულად და ეფექტიანად ჰიბრიდული გამოწვევის შესაძლო ნეგატიური, დესტრუქციული შედეგის თავიდან აცილება;


3) თავდაცვა - თუ შეკავების პოლიტიკამ ვერ მიაღწია სასურველ სტრატეგიულ მიზანს, აუცილებელია, ჰიბრიდულ საფრთხეებთან სწრაფი რეაგირების შესაძლებლობების განვითარება.


გაეცანით ინტერვიუს

გააზიარე: