ვიქტორ ყიფიანმა ევრაზიის კვლევების ცენტრთან (AVİM, თურქეთი) ონლაინ შეხვედრა გამართა

ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა ონლაინ ფორმატის შეხვედრა გამართა ევრაზიის კვლევების ცენტრის (AVİM, თურქეთი) წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განიხილეს უკრაინაში განვითარებული, ასევე რეგიონალური პროცესები, რუსეთის მიერ  რეგიონში წარმოებული პოლიტიკა და საქართველოს პოლიტიკა და დამოკიდებულება რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. აგრეთვე, შეხვედრის მონაწილეებმა შეაფასეს გასული წელი და ისაუბრეს მიმდინარე წლის შესაძლო ტენდენციებზე.


ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისი“ მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ რეგიონალური სწავლებების საკითხები და თემატიკა ინსტიტუციონალურ დონეზე იქნას აყვანილი და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს მათზე რეგულარულ მსჯელობას შესაბამისი აქტორების ჩართულობით. ანალიტიკური ცენტრი აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო დონეზე ხსენებული თემატიკის განხილვაში, მათ შორის კონსულტაციებისა და შეფასებების გაცვლის გზით თურქულ ორგანიზაცია AVIM-თან, რომელსაც თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქტიური სამუშაო კონტაქტები გააჩნია.


შეთანხმდა, რომ ზემოთაღნიშნულ ონლაინ შეხვედრას პერიოდული ხასიათი ექნება და მორიგი დისკუსია თებერვალში გაიმართება.


 

გააზიარე: