ვიქტორ ყიფიანმა ევრაზიის კვლევის ცენტრთან (AVİM, თურქეთი) მორიგი ონლაინ შეხვედრა გამართა

„ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა, მორიგი ონლაინ შეხვედრა გამართა ევრაზიის კვლევების ცენტრთან (AVİM, თურქეთი), რომელსაც აქტიური სამუშაო კონტაქტები გააჩნია თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან.
 

ონლაინ შეხვედრების სერია წარმოადგენს ნაყოფიერ სამუშაო პლატფორმას საქართველოს, თურქეთისა და ევრაზიის რეგიონთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტუალური საკითხების ირგვლივ დისკუსიის გასამართად.
 

შეხვედრის განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, მასთან დაკავშირებული პერსპექტივები და პროცესის შემდეგ ეტაპზე გადაყვანისათვის შესასრულებელი ამოცანები. შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, განსაკუთრებით საქართველოს მთავრობაში განხორციელებულ ბოლოდროინდელ ცვლილებებზე. 
 

გარდა ამისა, შეხვედრაზე იმსჯელეს თურქეთში მარტში დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების შესახებ, გააანალიზეს მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ფონი და პოტენციური შედეგები. განიხილეს თურქეთის საგარეო პოლიტიკის ვექტორები რეგიონთან და ევროკავშირთან მიმართებაში.
 

ვიქტორ ყიფიანმა აღნიშნული ონლაინ დიალოგი დადებითად შეაფასა და ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას საქართველოს, თურქეთისა და ევრაზიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობის საქმეში.

გააზიარე: