ანალიტიკურ ცენტრ "ჯეოქეისის" მკვლევარი და საერთაშორისო მდივანი - ნიკოლოზ ხატიაშვილი გახდა აშშ-ს გერმანიის მარშალის ფონდის (GMF) პოლიტიკის შემქმნელების ქსელის წევრი.
პოლიტიკის შემქმნელების ქსელი (Policy Designers Network - PDN) აერთიანებს პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში ჩართულ ახალგაზრდა ლიდერებს საქართველოდან, სომხეთიდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან. ქსელის მიზანია მონაწილეების მხარდაჭერა თავიანთ ქვეყნებში დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების გასაძლიერებლად და მათი უზრუნველყოფა შესაბამისი უნარებითა და რესურსებით. ასევე, ქსელის ფარგლებში მონაწილეებს აქვთ საშუალება იმუშაონ ევროპული და ტრანსატლანტიკური კავშირების გასაძლიერებლად და ერთობლივად წარმართონ საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხების განხილვა თავიანთ საზოგადოებებში და გაზარდონ თავისი ჩართულობა ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში.