სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის მიწვევით, ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის" თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი მონაწილეობას მიიღებს ექსპერტთა ფორუმში სახელწოდებით „სომხეთი-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა: კონცეფციიდან რეალობამდე“.
დღისწესრიგის მიხედვით, ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირები.
ფორუმის მიზანია, რეგიონში შექმნილი რეალობის, გეოპოლიტიკური საკითხების, ეკონომიკური კავშირების, პოტენციური ინფრასტრუქტურული პროექტების, ორმხრივი ინტერესების და რეგიონული მნიშვნელობის მქონე საკითხების ირგვლივ დეტალური განხილვებისათვის სადისკუსიო პლატფორმის შექმნა.
გარდა ამისა, ფორუმის ფარგლებში, ჩატარდება შეხვედრები სახელმწიფოს მაღალჩინოსნებთან.
ღონისძიება ერევანში, 2024 წლის 10-12 აპრილს გაიმართება.