„ჯეოქეისის“ მრჩეველთა საბჭოს „დენტონს ევროპის“ უფროსი მრჩეველი, გლენ კოლინი შემოუერთდა

ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისი“ მოხარულია, გაცნობოთ, რომ მის მრჩეველთა საბჭოს „დენტონს ევროპის“ უფროსი მრჩეველი, გლენ კოლინი შემოუერთდა. მისი ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვანი იქნება ცენტრის შემდგომი გაძლიერებისა და განვითარებისათვის.
 

გლენ კოლინის კორპორაციული იურისტის რანგში 30 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს. სანამ დენტონს ევროპის უფროსი მრჩეველი გახდებოდა, იგი იყო დენტონსის პარტნიორი მისი დაარსებიდან (2013 წ) 2021 წლამდე. დენტონსში მუშაობის დაწყებამდე გლენი იყო Salans-ის პარტნიორი (1998 წ. - 2013 წ.) და Salans-ის გლობალური საბჭოს წევრი (2010 წ. – 2012 წ.).
 

გლენმა 1982 წელს წარჩინებით დაამთავრა კოლუმბიის სამართლის სკოლა. სანამ 1998 წელს Salans-ს  პარტნიორად შეუერთდებოდა, მუშაობდა ისეთ ცნობილ ფირმებსა და საფინანსო ინსტიტუტებში როგორებიცაა:  Cleary Gottlieb Steen & Hamilton, Chase Manhattan Bank, Dresdner Bank, ABN AMRO Bank და AIOC Corporation.
 

გლენი სპეციალობა მოიცავს საერთაშორისო ვაჭრობასა და სასაქონლო ფინანსირების (ლითონები, ნავთობპროდუქტები, სოფლის მეურნეობის პროდუქტები), ასევე, კორპორაციული ფინანსების, M&A და კერძო კაპიტალის სფეროებს. გლენი აღიარებული კორპორატიული და M&A სპეციალისტია. შესრულებული აქვს 10 მილიარდ დოლარზე მეტი M&A ტრანზაქციის დახურვა. მას ასევე მაღალ შეფასებას აძლევს პრესტიჟული საერთაშორისო დირექტორია - Legal 500.
 

2016 წლიდან გლენი რამდენიმე იურისდიქციაში მუშაობდა კერძო და საჯარო ვაჭრობის კომპანიების არააღმასრულებელ დირექტორად. ამჟამად არის თელ-ავივის საფონდო ბირჟაზე მოვაჭრე კვიპროსული კომპანიის - Mirland Corporation-ის დირექტორთა საბჭოს წევრი. 2018 წლიდან გლენი ასევე სხვადასხვა იურისდიქციაში კონსულტაციებს უწევდა კლიენტებს სიმდიდრის მენეჯმენტისა და დაცვის სფეროში, მათ შორის ტრასტებისა და კერძო ფონდების დაარსების შესახებ.
 

გლენის ექსპერტიზით სარგებლობენ ფინანსური ინსტიტუტები, კერძო ინვესტიციების ფონდები და საერთაშორისო კორპორაციები. მშობლიური ინგლისურის გარდა, ის თავისუფლად ფლობს ფრანგულს და რუსულს, აგრეთვე, სამუშაო დონეზე იცის გერმანული, ჰოლანდიური, ესპანური და უკრაინული ენები.
 

გარდა ამისა, იგი, როგორ მიწვეული პროფესორი, 2024-25 სასწავლო წლის განმავლობაში, კიევის ეკონომიკის სკოლაში გაუძღვება კურსს აშშ-ს სამართლის საფუძვლების შესახებ.
 

„ძალიან მოხარული ვარ, რომ "ჯეოქეისს" შევუერთდი. ვეცნობი რა ანალიტიკური ცენტრის საქმიანობას სოციალურ მედიაში და ჩემს ძვირფას მეგობართან და კოლეგასთან - ვიქტორ ყიფიანთან დისკუსიებისას, მჯერა, რომ ჯეოქეისის უნიკალურ ხედვას საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო ურთიერთობების გაუმჯობესებასა და პოლიტიკური შეზღუდვების გააზრებაში კავკასიის რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.”- განაცხადა გლენ კოლინიმ.
 

მოხარულები ვართ, ბატონი გლენ ს. კოლინის „ჯეოქეისის“ მრჩეველთა საბჭოში შემოერთებისა. მასთან მრავალი წლის მეგობრობა მაკავშირებს, რაც მაძლევს მყარ საფუძველს, დარწმუნებული ვიყო, რომ მისი შემოერთება კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს უკვე ფართოდ აღიარებულ გუნდს,“ - აღნიშნა „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა.
 

გააზიარე: