ვიქტორ ყიფიანმა მონაწილეობა მიიღო საქართველოში ვიზიტით მყოფ ავსტრიის პარლამენტის დელეგაციასთან შეხვედრაში

ვიქტორ ყიფიანმა მონაწილეობა მიიღო ავსტრიის პარლამენტის საგარეო კომიტეტის წევრებისგან შემდგარ დელეგაციასთან შეხვედრაში, რომელიც ახლახან დელეგაციის თბილისში ვიზიტისას გაიმართა. 


შეხვედრისას მხარეებმა რეგიონსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს. განიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე არსებული გამოწვევები, იმსჯელეს როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირის მხრიდან მათი დაძლევის გზებზე და ამ პროცესში ავსტრიის რესპუბლიკის თანამონაწილეობისა და ჩართულობის მექანიზმებზე.


დელეგაციას ავსტრიის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე კრისტოფ მაცნეტერი ხელმძღვანელობდა.

გააზიარე: