ვიქტორ ყიფიანი მალაიზიის პარლამენტის ზედა პალატის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ვიქტორ ყიფიანმა ცოტა ხნის წინ თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ მალაიზიის პარლამენტის ზედა პალატის ვიცე-პრეზიდენტთან, დატუკ ნურ ჯაზლან ბინ თარ სრი მოჰამედთან და  მის თანმხლებ დელეგაციასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. 
 

შეხვედრაზე "ჯეოქეისის" თავმჯდომარემ სტუმარს ანალიტიკური ცენტრის მისია და საქმიანობა გააცნო. მხარეებმა  რეგიონსა და გლობალურად მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს, განიხილეს საქართველოსა და მალაიზიის აკადემიური და ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებს შორის კომუნიკაციის დამყარებისა და განვითარების შესაძლებლობები. ასევე, იმსჯელეს მსოფლიოში არსებულ მართვის სისტემებზე და ამ კუთხით არსებულ ტენდეციებზე.
 

მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობისათვის  მზაობაც გამოხატეს.
 

გააზიარე: