ისრაელის დიასპორის საკითხთა სამინისტროსა და არიელის უნივერსიტეტის მიწვევით, „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი, საერთაშორისო ლიდერთა დელეგაციას შეუერთდება პროგრამის - „Insight Israel: Welcoming Global Academic Leaders“ - ფარგლებში. ვიზიტი ისრაელში 2026 წლის 15-19 მარტს არის დაგეგმილი.
პროგრამა თავს მოუყრის სხვადასხვა ქვეყნის ინსტიტუციურ ლიდერებს რათა ისრაელის კვლევით წრეებისა და პოლიტიკის განმსაზღვრელ სუბიექტებთან ერთა განიხილონ გზები საერთაშორისო პარტნიორობის გასაძლიერებლად და ხელი შეუწყონ დიალოგს თანამედროვე გეოპოლიტიკური, ტექნოლოგიური და სოციალური გამოწვევების დასაძლევად.
ვიზიტის განმავლობაში მონაწილეები დეტალურად გაეცნობიან იმ ფართო პოლიტიკურ კონტექსტს, რომელშიც ისრაელის ინსტიტუციები ფუნქციონირებენ.
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან, პოლიტიკური წრეების წევრებთან და წამყვან კვლევით ცენტრებთან.
აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს მაღალი დონის პლატფორმას სტრატეგიული დიალოგისა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის პოლიტიკური, აკადემიური და კვლევითი მიმართულებით გრძელვადიანი თანამშრომლობის გაღრმავებისათვის.