"ჯეოქეისი"-ს თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა, „დღის ქრონიკაში“ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის თავისებურებებზე ისაუბრა

ავტორი:

"ჯეოქეისი"-ს თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა არაერთი პუბლიკაცია მიუძღვნა პანდემიით გამოწვეულ გამოწვევებს და კრიზისის ეროვნულ, გლობალურ მასშტაბებს. 


"ჯეოქეისი"-ს თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა აღნიშნა: „ჩვენ რეალურად უნიკალიური მოვლენის მომსწრენი ვხდებით, რადგან სამი კატეგორიის კრიზისი ერთმანეთს დაემთხვა. ესენია: კრიზისი ჯანდაცვის სფეროში, ეკონომიკასა და საერთაშორისო ურთიერთოებებში. პრაქტიკულად, ასეთი თანხვედრა კაცობრიობას არ ახსოვს. შესაბამისად, ასეთი თანხვედრა გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ მოვლენათა შემდგომი განვითარება სამივე მიმართულებით იქნება არსებითი“.  მოქმედი საერთაშორისო წესრიგი თვისობრივ ტრანსფორმაციას განიცდის. საქმე გვაქვს საერთაშორისო კრიზისთან, თუმცა არ გვაქვს კოორდინირებული პასუხი. მეტიც, სხვადასხვა ქვეყნების მაგალითებზე ხდება ეროვნული ინტერესებისა და მოქმედებების პრევალირება საერთაშორისო ინტერესებზე - დასძინა მან. 


ვიქტორ ყიფიანის განცხადებით, თანამედროვე კრიზისი დამოკიდებულია ორი აქტორის ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის ურთიერთმოქმედებაზე. დღეს  „ჯანდაცვის აბრეშუმის“ გზის ფარგლებში  ჩინეთი ცდილობს სხვადასხვა პროგრამებით, ინიციატივებით  ამერიკელთა და ევროპელების გულის მოგებას და თავისი ინტერესების პროპაგანდირებას. 
მან ისაუბრა ჩინეთის კომუნისტური პარტიის იდეოლოგიაზე და აღნიშნა, რომ არ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ ჩინეთი რაიმე შეცდომას აღიარებს. ვიქტორ ყიფიანმა  ყურადღება გაამახვილა  საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაზე, სადაც გამოკვეთილია ეკონომიკის სტიმულირებისა და სოციალური დახმარების საკითხები. ანალოგიური მიდგომა აქვთ სხვა ქვეყნებსაც. 


თუ გსურთ, იხილოთ ინტერვიუს ჩანაწერი, დააჭირეთ აქ

გააზიარე: