„ჯეოქეისი“-ს მკვლევარმა, ხათუნა ბურკაძემ „დღის ქრონიკაში“ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა

„ჯეოქეისი“-ს მკვლევარმა, ხათუნა ბურკაძემ „დღის ქრონიკაში“ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე საპროტესტო აქციების განმაპირობებელ მიზეზებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, მოვლენები, რომლებიც ამერიკაში განვითარდა, განპირობებულია ძალთა დისბალანსით. „ეს თავისთავად თვალნათლივ გვაჩვენებს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დღეს თანამედროვე დემოკრატიული სისტემები არიან. მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიული მმართველობა სხვა მმართველობის სისტემებისგან განსხვავებით უკეთესია, გამოწვევების ფონზე  გახსენდება ჩერჩილის ფრაზა. მან აღნიშნა, რომ დემოკრატია ცუდი მმართველობაა, თუმცა ჯერჯერობით უკეთესი არ გვაქვს“ - დასძინა ხათუნა ბურკაძემ.

 

ამასთანავე, „ჯეოქეისი“-ს მკვლევარმა, ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა: „ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ სისტემას გარკვეულწილად ვიცნობ. განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში მივიღე. მეტიც, ვმუშაობდი მკლევარად. გული შემტკივა იმაზე, რაც ახლა ხდება შეერთებულ შტატებში. თუმცა მჯერა, რომ   ამერიკული დემოკრატია მდგრადია და ის შეძლებს დღეს არსებული გამოწვევის დაძლევას. ამავდროულად, მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ პროცესების მშვიდობიანად წარმართვა უალტერნატივოა“. 


 
თუ გსურთ, იხილოთ ინტერვიუს ჩანაწერი, დააჭირეთ აქ 


 

გააზიარე: