2019 წლის 10 ოქტომბერს ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეის“-ის ორგანიზებით, არაფორმალური შეხვედრის ფორმატში, გაიმართა დისკუსია თემაზე: “ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა და გამოწვევები: ფიქრი და განსჯა“.
ღონისძიებაზე, სპეციალური სტუმრის სტატუსით მიწვეული იყო საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი, უილიამ ლეჰიუ.
შეხვედრას, რომლის მიზანსაც ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების შესახებ მსჯელობა წარმოადგენდა მოდერატორობას უწევდა "ჯეოქეისი"-ს თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო და საჯარო სექტორის წევრებმა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და მკვლევარებმა, რომელთაც საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სხვადასხვა გზებზე და, ატლანტიკური თანამეგობრობის ფარგლებში, ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცების სხვა ოპტიმალური ვარიანტების შესახებ იმსჯელეს.