"ჯეოქეისი"-ს თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა პოსTV-ის ეთერში ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობაზე ისაუბრა

"ჯეოქეისი"-ს თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა  გაანალიზა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული აპროპრიაცის აქტი, რომელიც წარმოადგენს ამერიკის ფისკალურ დოკუმენტს 2021 წლისათვის და კონგრესის ორივე პალატის მიერ მიღებული ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი. ვიქტორ ყიფიანმა აღნიშნა: „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი ყოველგვარი პირობის გარეშე ითვალისწინებს საქართველოს მრავალმხრივ დახმარებას უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. მეტიც, განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საქართველოზე, როგორც ღირებულ მეგობარზე და ხაზს უსვამს საქართველოს როლს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში, რაც საყურადღებოა, რადგან ბოლო დროს განვითარებული დინამიკა მიანიშნებს, რომ აღნიშნულ რეგიონი ხდება ამერიკის არსებითი ინტერესის სფერო“. ასევე, ის საუბრობს აპროპრიაციის აქტში ასახულ დათქმაზე, რომელიც აწესებს გარკვეულ პირობას 15%-იანი ფინანსური დახმარების გამოყოფაზე. მისი განმარტებით, ეს დათქმა მოიცავს სამ კომპონენტს: დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის განმტკიცებას. „ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ აპროპრიაციის აქტი საჭიროებს კენჭისყრას ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატაში - სენატში. თუ წარმომადგენელთა პალატისა და სენატის პოზიციებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა, საჭიროა შეთანხმების მიღწევა ორივე პალატის დონეზე და მხოლოდ ამის შემდეგ იგზავნება კანონპროეტი პრეზიდენტთან. ეს კი ცხადყოფს, რომ აპროპრიაციის აქტი შესაბამისი პროცედურების გავლას საჭიროებს,“- დასძინა მან.


"ჯეოქეისი"-ს თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა  დეტალურად განმარტა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქციების დაწესების მექანიზმი და აღნიშნა, რომ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა ხდება. „ხსენებული დოკუმენტები რაიმი ტიპის სანქციებს არ აწესებენ“, - განაცხადა მან. 

 

ინტერვიუს ჩანაწერი იხილეთ აქ

გააზიარე: