"ჯეოქეისი"-ს თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა პოსTV-ის ეთერში ბელარუსში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა

"ჯეოქეისი"-ს თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა ბელარუსში მიმდინარე პროცესები გაანალიზა. მან აღნიშნა: „ლუკაშენკო ტრანზაქციული ბუნების მქონე ლიდერია, რომელიც პრაქტიკაში  საგარეო პოლიტიკის დივერსიფიცირებას ახდენს. ასევე, აუცილებელია პროცესის უფრო გლობალურ კონტექსტში დანახვა“.


"ჯეოქეისი"-ს თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა ყურადღება გაამახვილა, ერთი მხრივ, ბელარუსსა და რუსეთის თანამშრომლობაზე და, მეორე მხრივ, ბელარუსსა და დასავლეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე.  


ვიქტორ ყიფიანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბელარუსთან მიმართებით შესაძლოა თანაბრად ვიხილოთ როგორც რუსული, ისე ევროპული ვექტორის არსებობა. „ამერიკის შეერთებული შტატები დღეს საკმაოდ დაკავებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისგან უფრო მოსალოდნელია გარკვეული სანქციების დაწესება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბელარუსში მიმდინარე პროცესები მშვიდობიანად დასრულდეს. ასევე, რთულია ამ ეტაპზე საპროტესტო აქციების მონაწილეთა ლიდერის გამოკვეთა“, - დასძინა მან.

 

იხილეთ ინტერვიუს ჩანაწერი

გააზიარე: